სექსის შემდეგ თავის ტკივილი

http://www.medgeo.net/2015/02/25/სექსის-შემდეგ-თავის-ტკივ/

პოსტკოიტალური ცეფალგია, სხვაგვარად – სექსის შემდეგ თავის ტკივილი, არის საკმაოდ იშვიათი მწვავე თავის ტკივილის ფორმა, რომელიც აღმოცენდება სექსის დროს ან ორგაზმის შემდეგ.

ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს, როგორც კოიტუსის, ასევე მასტურბაციის დროს. როგორც წესი ტკივილი აღმოცენდება თავის ფუძეზე კეფასთან და ვრცელდება შუბლის წილისკენ. შესაძლოა გამოხატული იყოს ძლიერი ტკივილი თვალების უკან. თავის ტკივილი შეიძლება თანდათანობით ძლიერდებოდეს სქესობრივი აქტივობის დროს, შეიძლება აღმოცენდეს ორგაზმის დროს. ტკივილი გრძელდება წუთები, ზოგ შემთხვევაში საათები, იშვიათ შემთხვევაში – რამდენიმე კვირა.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


კოიტალური (ან პოსტკოიტალური) ცეფალგია უმეტეს შემთხვევაში ვითარდება ახალგაზრდა მამაკაცებში 20 წლამდე, შემდგომი ასაკობრივი დიაპაზონია 35-44 წლებს შორის. მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ქალებშიც, თუმცა კაცებში ვითარდება სამჯერ უფრო ხშირად.
პოსტკოიტალური ცეფალგია აწუხებს პოპულაციის დაახლოებით 1 % -ს.
სექსის შემდგომი თავის ტკივილი როგორც წესი „კეთილთვისებიანია“ ცუდზე არ მიუთთებს, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭიროა დიფ. დიაგნოზის გატარება და ისეთი რთული დაავადებების გამორიცხვა, როგორიცაა თავის ტვინის არტერიების ანევრიზმა და სიმსივნეები.
მკურნალობას წარმოადგენს:

1. წონაში დაკლება
2. ფიზიკური აქტივობის გაზრდა (ვარჯიში)

პოსტკოიტალური ცეფალგიის არსებობის დროს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს მძიმე სამედიცინო მდგომარეობების არსებობა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>