თმების მოცილება ინტიმურ ადგილებში (მამაკაცებისათვის)

თმების მოცილება ინტიმურ ადგილებში  – ინტიმურ უბნებში თმებიც მოცილების მეთოდებიდან ცნობილია:

პარსვა

პარსვა ყველაზე ცნობილი და ყველაზე პოლულარული მეთოდია. იაფია, ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს  დამოუკიდებლად; არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს.  თუმცა, შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება; თმები მალე იზრდება, კანი პარსვის უბანში დროთა განმავლობაში ხდება უხეში; საჭიროებს სიფრთხილეს.


♦ გასაპარსი და თმის მოსაცილებელი საშუალებები მამაკაცებისათვის ,,ამაზონზე”
♦ ეპილატორები ამაზონზე


ბიოეპილაცია

თმების მოცილება ცვილითა და ხის ფისით. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა. შედარებით იაფია; შესაძლებელია პროცედურის სახლში ჩატარება; თმები იზრდება შედარებით ნელა, ვიდრე პარსვის დროს (შედეგი გრძელდება 4-6 კვირა, თუკი თმის ზრდის შემანელებელ საშუალებებს გამოიყენებენ); გაზრდილი თმები ხდება უფრო თხელი.
ინტიმური უბანი ძალიან მგრძნობიარეა და ტკივილი გაცილებით ძლიერია, ვიდრე სხვა უბნებიდან თმების მოცილება ამ მეთოდით; შეიძლება კანში ჩაიზარდოს თმები; ამ მეთოდით იკრძალება თმების მოცილება სათესლე პარკიდან; შემდეგი პრცედურისთვის საჭიროა თმამ გარკვეულ ზომას მიაღწიოს.
ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >

ქიმიური დეპილატორი

სპეციალური კრემები და სითხეები, რომლებიც ისმევა კანის თმოვან ზედაპირზე, რამდენიმე წუთით, შემდეგ კი უბრალოდ ჩამოიბანება.
მისი დადებითი მხარეა: იაფია; არ საჭიროებს დიდ დროს; პროცედურა ტარდება დამოუკიდებლად; დეპილატორი აგრეთვე აცილებს ეპითელიუმის მკვდარ უჯრედებს.
უარყოფითი: არ არის რეკომენდებული კანის მგრძნობიარე უბნებზე (მათ შორის სათესლე პარკზე) გამოყენება; შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის ჯირკვლების ანთება და გამონაყარი; არ გამოიყენება კანის ხალებიან უბნებზე; არ გამოიყენება ალერგიულ პაციენტებში.

ტრიმინგი

თმების მოცილება სპეციალური ტექნიკის საშულებით. ამ მეთოდით შესაძლებელია მამაკაცმა თმები სასურველ სიგრძეზე დაიყენოს გენიტალიებზე.
მისი დადებითი მხარე: არ იწვევს კანის გაღიზიანებას; მაკრატლისგან განსხვავებით ტრიმერი თმას მთელ პერიმეტრზე თანაბარ სიმაღლეზე ჭრის.
უარყოფითი მხარე: საჭიროა კარგი ტრიმერის ყიდვა; საჭიროა თმების „შეკრეჭა“ ორ კვირაში ერთხელ.

ელექტროლიზი, ულტრაბგერითი, ლაზერული და ფოტოეპილაცია

თუკი ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ინტიმურ უბნებში თმები უნდა მოიცილოს სამუდამოდ, სწორედ ამ მეთოდთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს სპეციალისტის დახმარებით.
მისი დადებითი მხარეა: აცილებს თმებს სამუდამოდ; უახლესი მეთოდები ფოტოეპილაციით აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
უარყოფითი მხარეა: ძვირია; შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტის დახმარებით; საჭიროა რამდენიმე პროცედურაა.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”   ♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი გადასვლა >> თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


თმების მოცილება ინტიმურ ადგილებშიweb
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish