აბორტი საქართველოში

http://www.medgeo.net/2015/02/27/აბორტი-საქართველოში/

აბორტი განისაზღვრება როგორც  ორსულობის ტერმინაცია (დასასრული), რომლის დროსაც ხდება ნაყოფის ან ემბრიონის მოცილება საშვილოსნოდან. აბორტი შეიძლება იყოს  შემთხვევითი, სპონტანური და  ხელოვნურად გამოწვეული.

ყოველ წელს საშუალოდ მსოფლიოში 42  000 000 (მილიონი) აბორტის ოპერაცია ტარდება. მათ ნახევარი  სამედიცინო კუთხით არ მიმდინარეობს უსაფრთხო პირობებში.  აბორტის შედეგად მსოფლიოში დაახლოებით 70 000 ქალი იღუპება და 5 000 000 უნარშეზღუდული რჩება.
მსოფლიოში ყოველ წელს 205 მილიონი ორსულობა ხდება, მათგან ყოველი მესამე არასასურველია, ხოლო ყოველი მეხუთე ორსულობა ხელოვნურად ინდუცირებული აბორტით სრულდება.

♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები ,,ამაზონზე – Family Planning Tests >>
ოვულაციის ტესტები – Ovulation Tests >>
ორსულობის ტესტები – Pregnancy Tests >>

რაც შეეხება საქართველოს, ncdc (დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო) – ის მონაცემებით, საქართველოში  2009 წლის მონაცემებით აღირიცხა აბორტის  24 311 შემთხვევა, მათ შორის 1,8% (436 შემთხვევა) – იყო პირველი ორსულობა. აბორტების რაოდენობიდან 21 გაკეთდა 15 წლამდე,  1689 გაკეთდა 15-19  წლამდე ასაკში.

ზოგადად მოზარდთა ორსულობა და ადრეული დედობა და მამობა განაპირობებს, მოზარდების ფიზიკური და ფსიქოსოციალური მდგომარეობის არადამაკმაყოფილებელ დონეს. ხშირად ეს დედის და ბავშვის იზოლაციის მიზეზი ხდება. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ორსულობის მაჩვენებელი  1 000 გოგონაზე 15 – დან 25 შემთხვევამდეა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 2-4-ჯერ მეტია. საქართველოში კი ეს რაოდენობა 1000 გოგონაზე 15-19 წლის ასაკში 62-ს უტოლდება. 2009 წლის მონაცემებით ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იყენებდა 10 324 ქალი, ხოლო საშვილსნოსშიდა კონტრაცეპტივებს 6408 ქალი.

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
►როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

გადასვლა >>> სექსოლოგია

..

One thought on “აბორტი საქართველოში”

Comments are closed.