ორსულობის ტესტი

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ფეხმძიმობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე” >>
სტრიპ-ტესტები
პლანშეტური ტესტები
ელექტრონული ტესტები 

სახლის პირობებში ორსულობის დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა ორსულობის ტესტის გაკეთება. ეს ტესტები ავლენენ შარდში „ორსულობის ჰორმონის“ (ქორიონული გონადოტროპინის) არსებობას. ორსულობის ტესტების უპირატესობა:

  • ხელმისაწვდომობა, ყველა აფთიაქში იყიდება;
  • გამოსაყენებლად  მარტივია;
  • შედეგისათვის დიდხანს ლოდინი არ არის საჭირო;
  • შედარებით იაფია;
  • ანონიმურია, ქალს ყოველთვის შეუძლია დამოუკიდებლად  ჩაიტაროს ტესტი; არ არის ინვაზიური;
  • საიმედოა, მართლია ტესტების გამომშვები ფირმები არ იძლევიან 100% გარანტიას, მაგრამ საშუალო საიმედოობა 90-99%;
  • შესაძლებელია და საჭიროა ტესტის გაკეთება რამდენჯერმე 2-3 დღის ინტერვალით, ვინაიდან ქორიონული გონადოტროპინის დონე შარდში თანდათან იზრდება;
  • შეიძლება მენსტრუაციის გადაცდენის პირველივე დღეს ორსულობის ტესტის გამოყენება.

ორსულობის ტესტების სამი თაობა არსებობს.
პირველი თაობის ტესტის სპეციალური შრატით გაჟღენთილი ზოლი, რომელიც შარდით სავსე ჭიქაში უნდა ჩაუშვა იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდიც მითითებულია ტესტის გარეკანზე. ეს ტესტები იაფია, მაგრამ არც ისე საიმედოა. ცრუ შედეგებიც ხშირია, ვინაიდან ტესტის ფირფიტა შეიძლება ძალიან ცოტა ხანს იყო წყალში და ინდიკატორმა ვერ მოასწრო ბოლომდე შარდით გაჟღენთვა ან პირიქით, ძალიან დიდხანს დაყოვნდეს სითხეში.
ზოგჯერ შეიძლება ფირფიტა ნიშნულზე ღრმად ჩაუშვა ჭიქაში. ყველა შემთხვევაში შედეგი ცრუა და საჭიროა განმეორებითი ტესტირება. აქ რეკომენდაცია მხოლოდ ერთია – ტესტის შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის ზუსტად შესრულება. მიუხედავად იმისა, გაკეთდება თუ არა ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ყველაფერი, შეცდომისადან დაზღვეული არავინაა – ხაზი ტესტზე შეიძლება იყოს მკრთალი, წაშლილი და ეჭვები არ გაიფანტება.

მეორე თაობა – პლანშეტის ტესტი

საიმედო, თუმცა უფრო ძვირი. არსებობს პლანშეტი სამი ან ოთხი ფანჯრით. ორფანჯრიანი პლანშეტის შემთხვევაში სპეციალური პიპეტით პირველ ფანჯარაში წვეთდება შარდი და შედის რეაქციაში რეაქტივთან, მეორე ფანჯარაში ჩანს ტესტის შედეგი. თუკი პლანშეტური ტესტი სამფანჯრიანია, შუა ფანჯარაში საკონტროლო ზოლია. მიუხედავად იმისა, რომ ტესტი საკმაოდ გავრცელებულია, სადღეისოდ გამოჩნდა უფრო სრულყოფილი ტესტები.

„ჭავლური“ ტესტი

ეს ტესტი შედგება დამჭერისა და თავსახურისაგან. ჭავლური ტესტის განმასხვავებელი ნიშანია შედარებით რთული შენება. ტესტის ფირფიტა ბოჭკოვანი შენებისაა და შარდი ტესტურ უბანს აღწევს ნაკადად და შედის რეაქციაში სპეციფიურ ნივთიერებასთან. ტესტის გაკეთების დროს მას თავსახური უნდა მოეხსნას და შარდის ნაკადს უნდა შეუშვურონ 5 წამის განმავლობაში. შეგეგი გამოჩნდება „+“ და „-„ სახით. ჭავლური ტესტის მგრძნობელობა 99%.
ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სახლის პირობებში ჩატარებული ტესტი არ არის ექიმთან ვიზიტის ექვივალენტი. თუკი ტესტი იძლევა დადებით შედეგს, ქალის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ექიმთან ვიზიტი და ორსულობის ლაბორატორიული დადასტურება. გადასვლა >> ორსულობა


webორსულობის ტესტი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!