როგორ შეიძლება მზით დამწვრობის თავიდან აცილება?

შეკითხვა: როგორ შეიძლება მზით დამწვრობის თავიდან აცილება?

ძირითადი რჩევა ნათელია: წაისვით მზის დამცავი კრემი, განსაკუთრებით როდესაც იმყოფებით მაღალი UV სხივების ქვეშ დღის მანძილზე. ეს თავიდან აგარიდებთ როგორც დამწვრობას, ისე კანის კიბოს განვითარებას.

თუმცა, მზის დამცავი კრემები საკმაოდ სადავო საკითხია. არსებობს მონაცემები, რომ მზის დამცავ კრემებში შემავალი სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას გააჩნია ტოქსიკური ეფექტი და ამიტომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს გაუმჭვირვალე მინერალურ მზის დამცავ საშუალებებს, როგორიცაა ტიტანიუმის დიოქსიდი ანდა ცინკის ოქსიდი. ევროპაში ხმარებაშია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, თუმცა ზოგიერთი მათგანი აკრძალულია ამერიკაში FDA მიერ.

დერმატოლოგების უმეტესობა თვლის, რომ ქიმიური ნივთიერებების შემცველი მზის დამცავი საშუალებების სარგებელი (როგორც მოკლევადიანი – დამწვრობისგან დაცვა ისე გრძელვადიანი – სიმსივნის პრევენცია) მეტია ვიდრე მისი პოტენციური ტოქსიურობა. ისინი გვირჩევენ გამოვიყენოთ ფართო სპექტრის მზის დამცავი საშუალებები (რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია UV-A დაUV-B რადიაციისგანს დაცვა) და რომლის მზის დამცავი ფაქტორი SPF არის 30-ზე მეტი. თუ თქვენ ძალიან ღელავთ ტიქსიურობაზე, არსებობს არატოქსიური მზის დამცავი კრემების სია.

თეორიაში, SPF აღნიშნავს თუ რა დროის მანძილზე ინარჩუნებს კრემი ეფექტურობას თქვენს კანზე (თუ თქვენ არ იწვებით 10 წუთის მანძილზე, SPF 30 შემცველი კრემის წასმის შემთხვევაში თქვენ არ დაიწვებით 300 წუთის მანძილზე). თუმცა ეს არ არის ზუსტი მაჩვენებელი და იგი არ ასახავს UV-Aრადიაციის ზეგავლენას, რადგან მზის დამცავი საშუალებები, რომლებიც შეიცავს SPF 30-ს არ იცავს უფრო მეტი ხნის განმავლობაში.

გადასვლა >>> თურმანიძის მალამო – ხშირად დასმული შეკითხვები