დეპილაცია ცვილით

დეპილაცია ცვილით – ცვილით ეპილაციის დროს ცვილს ათბობენ და შემდეგ  კრემისებური მასას შპატელით, თხელ ფენად ისვამენ წინასწარ დამუშავებულ (ლოსიონით გაწმენდილ)  კანზე და ზემოდან აფარებენ სპეციალურ ქსოვილს.

♦ ეპილატორები ამაზონზე 

ცვილი ბუნებრივი საშუალებაა და  ამდენად ნაკლებალერგიულია.  თბილი ცვილი აფართოებს თმის ფოლიკულებს და აიოლებს თმის ამოძრობას.
გაცივებისას ცვილი მჭიდროდ ეკვრის თმებს.
ქსოვილს აძრობენ მკვეთრი მოძრაობით, თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით.

პროცედურის ბოლოს ნარჩენ ცვილს მოაშორებენ და კანს განმეორებით დაამუშავებენ ანტისეპტიკური საშუალებით. ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები.
დეპილაცია ცვილითდეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >

აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურის ჩატარება რთულია, ამასთან მტკივნეულიც  და საჭიროა გარკვეული ცოდნა, რომ კანი არ დაიწვას.
დეპილაცია ცვლით დაახლოებით 3 – 4 კვირიან ეფექტს იძლევა.
რეგულარულად ჩატარებული პროცედურების შედეგად თმის ზრდის ინტენსივობა კლებულობს, თმა უფრო თხელდება და სუსტად ემაგრება თმის ფოლიკულს.

დეპილაცია ცვილით – რეკომენდაციები

პროცედურის ჩატარებამდე, კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად,  არ უნდა მიიღოთ რუჯი და არ გამოიყენოთ სკრაბი.
ასევე,   პროცედურის შემდეგ რეკომენდებული არაა საუნა და სოლარიუმი. ეცადეთ მზის სხივები არ მოხვდეს კანის იმ უბანს, სადაც ეპილაცია ჩაიტარეთ.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.