რა არის ეპილაცია და დეპილაცია?

ეპილაცია და დეპილაცია

♦ ეპილატორები ამაზონზე

რა განსხვავებაა ეპილაციასა და დეპილაციას შორის?

არასასურველი თმა სხეულზე, უფრო ზუსტად კი, მისი მოცილება,  მრავალი ქალის პრობლემაა. კოსმეტოლოგიაში თმის მოცილების ორი მეთოდი არსებობს, ეპილაცია და დეპილაცია:

➤ დეპილაცია – თმის მექანიკური მოცილება, როდესაც თმის ფოლიკული არ ზიანდება, და –
➤ ეპილაცია, როდესაც ზემოქმედება ხდება თმის ბოლქვზე და თმის ფოლიკულზე, საიდანაც თმა იზრდება; შედეგად, პროცედურების სრული კურსის ჩატარების შემდეგ, თმა ქრება.

დეპილაციას მიეკუთვნება გაპარსვა, თმის ამოძრობა, ქიმიური დეპილატორები და ბიოეპილაცია. ყველა ეს დროებითი და ნაკლებეფექტური ღონისძიებებია –  რამდენიმე დღეში თმა ისევ ამოდის, ამასთან უფრო აქტიურად.
რაც შეეხება ეპილაციას, ეს მეთოდი გაცილებით უფრო ეფექტურია და არასასურველი თმისაგან განთავისუფლება გაცილებით ხანგრძლივი დროით ხდება. ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და მალამოები.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია – 

თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო 


თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ეპილაციის რამდენიმე მეთოდია – ელექტროეპილაცია, ლაზერული ეპილაცია, ელოს-ეპილაცია, ფოტოეპილაცია.
თმის ზრდის ციკლი სამი ფაზისაგან შედგება. მათი ხანგრძლივობა სხვადასხვაა და დამოკიდებულია ასაკზე და თმის ფოლიკულის ტიპზე.
ეს ფაზებია:

  1. ანაგენი – თმის ზრდისა და პროდუცირების ფაზა;
  2. კატაგენი – შუალედური ფაზა, რომლის ბოლოს ფოლიკული იჭმუხნება და მოკლდება;
  3. ტელოგენი – დასვენების ფაზა; ამ პერიოდში თმა  შესაძლოა თავისთავად ან მცირედი ზემოქმედებითაც მოძვრეს.
    თმა ძვრება მაშინ, როდესაც იმავე ფოლიკულიდან ზრდას იწყებს ახალი თმა.

ადამიანის თმები მოცემულ მომენტში სხვადასხვა ფაზაში იმყოფება და მათგან მხოლოდ ხილული, ზრდის აქტიურ ფაზაში მყოფი თმის მოცილებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, არასასურველი თმის სრულად მოსაცილებლად, ეპილაციის მინიმუმ სამი ციკლის ჩატარებაა აუცილებელი.
საამისოდ კი დაახლოებით წელიწადნახევარია საჭირო.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ თავის მოვლის პერსონალური საშუალებები ინტერნეტმაღაზიებში >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ეპილაცია და დეპილაცია