შუგარინგი

შუგარინგი თმის მოცილებისათვის  უძველესი დროიდანაა ცნობილი. დეპილაციის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხო (პროცედურაში ნატურალური პროდუქტები გამოიყენება) და ეფექტურია (შედეგი 3 კვირამდე გრძელდება). მისი ჩატარება სალონშიც შეიძლება და სახლის პირობებშიც.

♦ ეპილატორები ამაზონზე

შუგარინგი არ იწვევს  კანის გაღიზიანებას, სიწითლეს და სხვა პოსტეპილაციურ პრობლემებს.
ამდენად განსაკუთრებით კარგი მეთოდია  მათთვის ვისაც მგრძნობიარე კანის აქვს და ალერგია აწუხებთ.
ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >

შუგარინგისთვის საჭირო იგრედიენტები:

2 ჭიქა შაქარი, 1/4 ახლადგამოწურული ლიმონის წვენი,  1/4 ჭიქა წყალი

მომზადების წესი

შუგარინგიწყალი, ლიმონი და შაქარი კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე.
ურიეთ ადუღებამდე და დაელოდეთ ჰაერის ბუშტუკების გაჩენას.
მიაქციეთ ყურადღება რომ არ მიგეწვათ. როდესაც მასა მოყავისფრო-ოქროსფერი გახდება, ადუღეთ კიდევ 5 წუთი. მთელი ამ დროის განმავლობაში ცეცხლი ერთ დონეზე უნდა იყოს.
შემდეგ გადმოდგით და დაელოდეთ 1,5 – 3 საათი რომ მასა გაგრილდეს.
გაგრილებული მასა წაისვით სხეულის ინ ადგილზე, საიდანაც თმის მოცილება გსურთ და გადაანაწილეთ შპატელით თმის ზრდის მიმართულებით.
წასმულ მასაზე დააფინეთ მკვრივი ქაღალდი ან ბამბის ქსოვილი.
რამდენიმე წუთში აიფხრიწეთ  დაკრული ქსოვილი ან ქაღალდი თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით.
პროცედურის დამთავრების შემდეგ, ნარჩენი შაქრის მასა ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.