ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი) Pseudomonas aeruginoza –  გრამუარყოფითი,  ჩხირისებრი ფორმის,  მოძრავი ბაქტერიაა, Pseudomonas-ის გვარიდან.

 

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი)   ფართოდ გავრცელებულია ბუნებაში: ხვდება ნიადაგში, წყალში, მცენარეებში, ადამიანისა და ცხოველების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი)   შეიძლება იყოს ბიოლოგიური აპკის სახით, რომელიც მიმაგრებულია რაიმე ზედაპირზე ან სუბსტანციაზე.

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი)   ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი მიკროორგანიზმია, რომელიც გვხვდება ბუნებრივი წყალსაცავიდან აღებულ წყლის ნიმუშებში. მას შეუძლია არამარტო ხანგრძლივი დროით შენარჩუნდეს გარესამყაროში, არამედ წარმატებით გამრავლდეს. მისი განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა  37 გრადუსი, თუმცა ის შეიძლება გაიზარდოს 42 გრადუსამდე.

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი)    ძალზე მდგრადია უმეტესი ანტიბიოტიკების მიმართ იმ ბარიერის გამო, რომელიც იქმნება გარე მემბრანის ლიპოსაქარიდებით. არსებობენ შტამები, რომლებზეც არ მოქმედებს პრაქტიკულად არც ერთი ცნობილი ანტიბიოტიკი. რაც შეეხება მადეზინფიცირებელ საშუალებებს, ჩხირი ძალზე მგრძნობიარეა 0,5%-იან ქლორამინის ხსნარზე, 3%-იან წყალბადის ზეჟანგზე, 2%-იან ფენოლის ხსნარზე.

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი) აუზების მოყვარულთათვის საკმაო თავის ტკივილია, რადგან მას შეუძლია დაგროვდეს კაფელის ზედაპირზე და წარმოქმნას ერთგვარი ბიოლოგიურ აპკი, რომლის მიმართ სტანდარტული მადეზინფიცირებელი საშუალებები ნაკლებეფექტურია.

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი) – რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი) მიკრობიოლოგებისათვის ცნობილია  როგორც მცენარეთა პათოგენი, თუმცა მას შეუძლია დაავადებების გამოწვევა ადამიანებშიც.

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი) ადამიანის პირობით-პათოგენური ორგანიზმია, ანუ მას შეუძლია გამოიწვიოს დაავადებები ადამიანში მხოლოდ იმუნიტეტის დაქვეითების დროს. ის არასოდეს არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს, მეორეს მხრივ კი, ორგანიზმში არ არსებობს ქსოვილი, რომელიც არ ზიანდება ჩხირით, თუ გაჩნდა შესაბამისი პირობები. ამიტომ, ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირით (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირით) გამოწვეული ინფექციები, საკმაოდ გავრცელებულ ჰოსპიტალურ ინფექციებს წარმოადგენენ.

ლოკალური ინფექცია ხშირად ვითარდება ჭრილობებისა და დამწვრობის არეში. ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირმა (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირმა), შეიძლება  გამოიწვიოს საშარდე სისტემის ანთებითი პროცესი (კათეტერის შეყვანისას), ასევე თვალის ინფექცია (როგორც ტრავმის შედეგი, ან ოპერაციული ჩარევა); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ჭრილობის ინფექციები, დერმატიტი, პიოდერმია), ბავშვებში ხშირად იწვევს შუა ყურის ანთებას. სხვა სერიოზული ინფექციები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჩხირმა, არის პნევმონია, ენდოკარდიტი, მენინგიტი და ტვინის აბსცესი. სამწუხაროდ, ლოკალური ინფექცია ხშირად გადაიზრდება ფატალურ ბაქტერიემიაში.

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირით (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირით) დასნებოვნების ეტაპები

  1.  ბაქტერიის მიმაგრება და გამრავლება (კოლონიზაცია)
  2. ბაქტერიების ადგილობრივი შეღწევა ქსოვილებში, ლოკალური ინფექციის აღმოცენება
  3. ზოგადი ინფექცია – ინფიცირების გავრცელება მთელ ორგანიზმში – ბაქტერიემია.

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირის (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის) პათოგენური ზემოქმედების მექანიზმის ფაქტორები:

  1. ინვაზიური (შეღწევა დაზიანებულ ქსოვილებში)
  2. ტოქსიკური (გამოყოფა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – ტოქსინების).

ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირის (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის) გადაცემის გზები

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ლურჯ-მწვანე ჩირქის  ჩხირი (ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი)  გავრცელებულია ნიადაგში, წყალში, მცენარეებზე. ისინი შეიძლება იყვნენ კანის ზედაპირზე, ცხვირ-ხახაში,  ადამიანის ნაწლავში ისე, რომ არ გამოიწვიონ რაიმე პათოლოგია.

განსაკუთრებით გავრცელებულია ჰოსპიტალური ინფექციები,  იქ, სადაც დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების სიჭარბეა. საავადმყოფოებში ინფექცია ვრცელდება  ბაქტერიომატარებელთან უშუალო კონტაქტით, ან დაინფიცირებული საკვებით, წყლით, სხვადასხვა საგნებით, რომლებითაც შეიძლება  ერთობლივად სარგებლობდნენ  პაციენტები და ა.შ.

წყარო :  http://www.medkrug.ru/article/show/sinegnojnaja_palochka

_______________________________________

>>>> ფაგები

..