ოქროსფერი სტაფილოკოკი

ოქროსფერი სტაფილოკოკი –  Staphylococcus aureus –  სფეროსებრი ბაქტერიაა და მიეკუთვნება სტაფილოკოკების სახეობას. პირველად ეს მიკროორგანიზმი აღმოაჩინა შოტლანდიელი ქირურგმა ალექსანდრ ოგსტონმა 1880 წელს, ქირურგიული აბსცესიდან ამოღებული ჩირქის შემადგენლობაში.

ოქროსფერმა სტაფილოკოკმა სახელი მიიღო მისი გარეგნობიდან გამომდინარე: მას აქვს ოქროსფერი შეფერილობა, რაც განპირობებულია  მასში კაროტინოიდების ჯგუფის პიგმენტების შემცველობით.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ოქროსფერი სტაფილოკოკი  ვლინდება მოსახლების დაახლოებით 20%-ში,   კანის საფარსა  და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან ეპითელიუმზე.

ოქროსფერი სტაფილოკოკი ითვლება მთელი რიგი   დაავადებების ძირითად გამომწვევად, დაწყებული კანის ინფექციებიდან (აკნე, ფურუნკული, კარბუნკული, ფლეგმონა) და დამთავრებული ისეთი საშიში პათოლოგიებით, როგორიცაა მენინგიტი, პნევმონია, ოსტეომიელიტი, ენდოკარდიტი და სეფსისი.

ოქროსფერი სტაფილოკოკის სიმპტომები

ოქროსფერი სტაფილოკოკი ცხოველმოქმედების პროცესში ახდენს სხვადასხვა ფერმენტებისა და ტოქსინების პროდუცირებას, რომლებიც დამღუპველად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე. მაგალითად, სტაფილოკოკური ტოქსინი ექსფოლიატინი – მას შეუძლია დააზიანოს კანის უჯრედები, ენტეროტოქსინი – მას შეუძლია გამოიწვიოს კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომები, ლეიკოციდინმა – კი გაანადგუროს ლეიკოციტები. ამის გამო, დააავადებების სიმპტომატიკა, რომლებიც გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით, განსხვავებულია და დამოკიდებულია ინფექციის წყაროს ლოკალიზაციიაზე, დაავადებული ადამიანის თანმხლები დაავადებების არსებობა- არარსებობაზე, მისი იმუნიტეტის მდგომარეობასა და გარე ფაქტორების ზემოქმედებაზე.

ოქროსფერი სტაფილოკოკით  კანის საფარის ინფიცირებისას კანზე ჩნდება იმპეტიგო, ჩირქოვანი გამონაყარი, ფლეგმონები, ფურუნკულები, კარბუნკულები ან აბსცესები.

თუ სტაფილოკოკური  ინფექცია ხვდება ცხვირის ან ყელის ლორწოვანის ეპითელიუმზე, ის ახდენს ანგინის, ოტიტის, სინუსიტის და სხვა ყელ-ყურ-ცხვირისა და ზედა სასუნთქი გზების ანთებით პათოლოგიების პროვოცირებას.

ოქროსფერი სტაფილოკოკით  ფილტვის დაზიანებისას ვითარდება სტაფილოკოკური პნევმონია, რომელიც ვლინდება  ქოშინითა  და ტკივილით გულმკერდის არეში, ორგანიზმის გამოხატული ინტოქსიკაციითა და ფილტვის ქსოვილში მრავლობითი ჩირქოვანი წარმონაქმნების ფორმირებით, რომლებიც თანდათან ტრასფორმირდებიან აბსცესებში. აბსცესის გასკდომის  შემთხვევაში პლევრის ღრუში ვითარდება პლევრის დაჩირქება (ემპიემა).

თუ ოქროსფერი სტაფილოკოკი ხვდება თავის ტვინის არეში, იგი ძირითადი მიზეზი ხდება მენინგიტის  ან ტვინის ვენების თრომბოფლებიტის განვითარებისა.

სტაფილოკოკური ინფექციით  ძვლის ინფიცირებისას  ვითარდება ოსტეომიელიტი, გულის ინფიცირებისას  – ენდოკარდიტი, თირკმელების – პიელონეფრიტი, ნაწლავის – დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ოქროსფერი სტაფილოკოკით ადამიანის ორგანიზმის დასნებოვნების ყველაზე მძიმე ფორმაა სეფსისი.

ოქროსფერი სტაფილოკოკის მკურნალობა

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციასთან საბრძოლველად, იყოფა ოთხ ჯგუფად:

  • მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავებას და ამით ეხმარებიან ორგანიზმს ბუნებრივი მდგრადობის ჩამოყალიბებაში ოქროსფერი სტაფილოკოკის  მიმართ;
  • წამლები სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგების საფუძველზე, რომლებიც განკუთვნილია ინფექციის წყაროს განადგურებისათვის ორგანიზმის იმუნური ძალების სტიმულაციის გარეშე;
  • ანტისეპტიკები და ანტიბიოტიკები;
  • ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელი საშუალებები

უნდა გვახსოვდეს, რომ  მკურნალობის სქემის შერჩევა მხოლოდ მკურნალი ექიმის კომპეტენციაა!

როგორ გადაეცემა ოქროსფერი სტაფილოკოკი

ყველაზე ხშირად ოქროსფერი სტაფილოკოკი ადამიანის ორგანიზმში ხვდება ჰემოდიალიზის, ინტრავენური კვების, ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას და ფილტვის ვენტილაციის დროს. გარდა ამისა, ინფექციური აგენტები შეიძლება გამრავლდენ სხვადასხვა კვების პროდუქტებზე და ამ გზით მოხვდნენ ორგანიზმში.

მაღალია ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირება  ხველებისა და დაცემინების დროს. არც თუ იშვიათია  დასნებოვნება დაზიანებული კანის საფარიდან.

ოქროსფერი სტაფილოკოკი ბავშვებში

სტაფილოკოკური ინფექციით ახალშობილის დაინფიცირება ხდება დედის რძიდან და დაზიანებული კანის საფარდან. გარდა ამისა, ორგანიზმის დაინფიცირება შესაძლოა მოხდეს  საყოფაცხოვრებო გზით, ჰიგიენური ნორმების უგულველყოფისას.

იმისათვის, რომ დავიცვათ ბავშვი ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირებისაგან, აუცილებელია:

  • დავიცვათ ჰიგიენის ნორმები
  • რეგულარულად დავამუშავოთ სათამაშოები სადეზინფექციო ხსნარებით
  • ჩავატაროთ ღონისძიებები, რომლებიც ამაღლებენ ბავშვის იმუნიტეტს
  • დროულად დავამუშავოთ ბავშვის ხელებზე ნაკაწრები ფუკორცინით ან ბრილიანტის მწვანით

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი სიმპტომის აღმოცენების დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, მხოლოდ დროული და პროფესიული მკურნალობა დაეხმარება ავადმყოფს აიცილოს დაავადების გამოვლინებები და მისი გართულებები.

http://pro-simptomy-lechenie.ru/zolotistyj-stafilokokk/  გადასვლა>>> ფაგები