თვითდამკვიდრება სექსში

სექსი – ეს არის ის ტკბილი “სტაფილო“, რის გამოც ცხოვრობს კაცობრიობის დიდი ნაწილი. წინასწარ უნდა ავღნიშნო, რომ თუ თქვენ ღებულობთ სიამოვნებას სექსისაგან, თუ სექსი თქვენთვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა განიცადოთ ბედნიერება და მიიღოთ კმაყოფილება ცხოვრებისაგან, მაშინ ეს სტატია თვქენთვის არაა განკუთვნილი. სტატიის მიზანია ამხილოს სექსი, როგორც ასეთი, და დაგანახოთ მისი ნამდვილი სახე. ყველაფერი ის, რაზეც აქ არის საუბარი, ეს არის ერთ-ერთი შესაძლო შეხედულება ამ საკითხზე და განკუთვნილია ყველაზე მეტად მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ თვითგანვითარებაზე და ყველა საგანსა თუ მოვლენას არქმევს თავის სახელს. სექსი (სექსუალურობა) თავის მცნებაში შეიცავს ორ ასპექტს: ენერგიასა და საკუთარი მნიშვნელობის განცდას.


► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

► სექს-სათამაშოები – ●ანალური სათამაშოები; ●კათეტერები და ზონდები; ●ფალო-….იმიტატორები; ●მასტურბატორები და თოჯინები; ●სათამაშოები სამედიცინო თემა-….ტიკით; ●პენისის რგოლები; ●პენისის გასადიდებლები; ●ვიბრატორები.
► უსაფრთხო სექსი – ●პრეზერვატივები; ●ქალის კონტრაცეპტივები; ●ლუბრიკანტები; ….სპერმიციდები.
► სექსუალობის მოსამატებლები


სექსუალურობა როგორც ენერგია

აგზნებადობა და სექსით დაკავების სურვილი – ეს არის უბრალოდ ენერგია, რომელიც გროვდება სქესობრივი ენერგეტიკული ცენტრის არეში. სექსუალური აგზნებადობა – ეს არის გაღიზიანება, რომელიც ჩნდება ენერგეტიკული სიჭარბის გამო. თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ ამ ენერგეტიკულ ასპექტს, ყველაფერი ის, რაც გინდა იმ მომენტში – ეს არც ქალის ან მამაკაცის სურვილია, არამედ ჩვენ გვინდა მოვიცილოთ გამაღიზიანებელი და მივიღოთ სიამოვნება სექსუალური ორგაზმის დროს გამოყოფილი ენერგიიდან. აქ მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ამას აკეთებს მარტო, თუ პარტნიორთან ერთად. პარტნიორის არსებობის აუცილებლობა გამოდის მეორე ასპექტიდან – საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებიდან.

სურვილი სექსით დაკავებისა ან ქალთან ან კაცთან – ეს არის ხერხი დავიკმაყოფილოთ ჩვენი თავმოყვარეობა და დავიმკვიდრდოთ თავი. საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება გვიბიძგებს განვიცადოთ მესაკუთრის შეგრძნება, ეჭვიანობა, თვითკმაყოფილება და მიჯაჭვულობა, რასაც მთლიანობაში საზოგადოებაში ხშირად უწოდებენ „სიყვარულს“. მაგრამ თუ ყველაფერ ამას გამოვაკლებთ ეჭვიანობასა და მესაკუთრის შეგრძნებას, მაშინ ამ „სიყვარულიდან“ არც კი დარჩება რაიმე.

მაინც რატომ საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება?

გახსოვთ თქვენი საყვარელი სათამაშოები ბავშვობაში? გახსოვთ, როგორ ეხვეწებოდით მშობლებს ეყიდათ ახალი თოჯინა ან ახალი მანქანა? აი ასე ემართება ადამიანს, სექსუალური ლტოლვის დროს, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება იზრდება მომენტალურად, როგორც საფუარიანი ცომი. გინდა შეიგრძნო, რომ შენ ფლობ ამ „თოჯინას“, და ამ შეგრძნების პიკი კი სექსია.

რაც შეეხება სხეულიდან სხვადასხვა გამონაყოფებს – საკმაოდ დელიკატური, ინტიმური და ძალზე გაორებადია: ან გეზიზღება, ან პირიქით. როდესაც გრძნობ, რომ შენს ზრდასრულ „თოჯინას“ არ ეზიზღება შენი გამონადენი, პირიქით, მისთვის ეს ძალზე სასიამოვნოა, ეს კოლოსალურად აძლიერებს თქვენ თავმოყვარეობას. ცხოველებს არ გააჩნიათ თავმოყვარეობა, ამიტომ ისინი ჯვარდებიან მხოლოდ საჭიროებისამებრ, და არა უსაქმურობისას, ან სიამოვნებისათვის სექსის დროს.

„უსაფრთხო“ სექსი

პირადი განვითარებისათვის – არაპროდუქტიულია ბოროტად გამოიყენო სექსუალური ენერგია და დაკავდე სექსით, ან მასტურბაციით მოწყენილობის დროს, სპეციალურად უყურო პორნოს, რომ აღიგზნო და „სასიამოვნოდ“ გაატარო დრო. თვითდაჯერება და ადეკვატური თვითშეფასება იგება მხოლოდ საკუთარი თავის ნდობაზე და იმ რეალური ქცევებზე, რომლებსაც მივყავართ რეალური ცვლილებებისაკენ.

მაგრამ თუკი არის სურვილი, არ ღირს ჩაიკლას სექსის სურვილი. სრული თავშეკავება მონაზონთა გზაა, რომელიც ჩვეულებრივი ობივატელისთვის მიუღებელია. მაგრამ ხანდახან, ინტერესის გამო, შეიძლება დააკვირდეთ თქვენს შეგრძნებებს – თუ როგორ იბადებიან ისინი და ქრებიან.

სექსის ბოროტად გამოყენება იწვევს ენერგიის დიდ ხარჯვას, სისუსტეს, ძილიანობას, სიზარმაცეს, მოთენთილობას, აპათიას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მოსაზრებაა ამ თემის ირგვლივ.

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ
http://progressman.ru/2009/05/se/

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>