ბულიმია

ბულიმია – საშინელი დემონი

ახალგაზრდა გოგონა დგას მაღაზიაში და გაბრწყინებული თვალებით უყურებს ვიტრინებს, სადაც ტკბილეულობის დიდი არჩევანია. ის აწყობს ყველაფერს კალათაში, მირბის სალაროში, რომ გადაიხადოს და მერე სწრაფად სახლში წავიდეს, რომ ჭამოს, ჭამოს, და ჭამოს… იმისათვის, რომ ჩაიხშოს თავისი ე.წ. მგლური ნაღველი და გიჟური აფორიაქება.

ამას კი მოჰყვება ძლიერი სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში, საშინელი დანაშაულის შეგრძნება იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ჭამა. შემდეგ კი სურვილი განწმენდისა, სიმძიმის მოცილებისა.

ანორექსია და ბულიმია ერთად არიან. ეს არის ერთი მედლის ორი მხარე. როგორც წესი, ყველაფერი იწყება კვების შეზღუდვიდან, წონის კონტროლიდან, მიღებული საკვებისა და კალორიების რაოდენობის კონტროლიდან.

შეზღუდვებსა და მკაცრ დიეტას ენაცვლება ზედმეტი ჭამის პერიოდები. და ერთ მშვენიერ დღეს, გოგონა აღმოაჩენს მეთოდს, თუ როგორ ებრძოლოს ზედმეტი საკვების მიღებას – ის ცდილობს გამოიწვიოს ხელოვნური ღებინება.

არასწორ კვებას მივყავართ ორგანიზმის ინტოქსიკაციისაკენ, ნერწყვის ჯირკვლები დიდდება ზომებში, რადგან ისინი ინტენსიურად მუშაობენ იმისათვის, რომ მოხდეს გადამუშავება იმ მცირე საკვების რაოდენობისა, რომელიც მოხვდება პირის ღრუში ღეჭვის დროს. ღებინების დროს ხორხის სპაზმს მივყევართ შეშუპებისაკენ. კუჭის ასაშლელი და შარდმდენი საშუალებების უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმ-ნატრიუმის ბალანსის დარღვევა და გაუწყლოვნება.

ამის გარდა კიდევ ფიქსირდება ერთი ფენომენი – სრული „ჩაციკვლა“ კვებაზე.

პროდუქტების გემო, მათი კონსისტენცია, საკვების კალორიულობა და ა.შ. საკვებთან ურთიერთობა სრულად ანაცვლებს ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობას. ეს არის ამ დაავადების არსი და ეს არის ზუსტად გასაღები გამოჯანმრთელებისა.

რასთან შებრძოლება მოუწევს ადამიანს, თუ შეწყდება მუდმივი ფიქრი ჭამაზე?

პირად მარტოობასთან? სევდასთან და შიმშილთან სითბოზე და სიყვარულზე, რომელიც ისეთივე ძლიერია და მოთხოვნადია, როგორც ფიზიკური შიმშილი? თუ პირად დამოკიდებულებას, უარი თქვას მოითმინოს პატარა წყენაც კი?

რა დგას საკვების კუჭიდან ევაკუაციის ჩვევასა და მოთხოვნის უკან?

როგორც კი კუჭი ივსება მავნე და ცხიმოვანი საკვებით, ადამიანს უჩნდება მოთხოვნა განთავისუფლდეს მისგან. როგორც კი ჩნდება არასასიამოვნო და მძიმე შეგრძნებები, როგორიც არის წყენა, ბოღმა, შური და მტრობა, ყველაფერი ხდება აუტანელი და ჩნდება სურვილი მისგან განთავისუფლებისა.

ფსიქოთერაპიის მიმდინარეობის დროს ნელ-ნელა ხდება გააზრება რეალობის, გრძნობებისა და სურვილების, ძლიერდება შფოთვის დაძლევის უნარი.

ჩვეული სქემები, რომლის მეშვეობით ბულიმიის დემონი აიძულებდა ადამიანს შებრძოლებოდა მარტოობას და შფოთვას, უკან იხევს და იცვლება ახალი, უფრო ეფექტურითა და ეკოლოგიურით.

ჩნდება შანსი კვებო საკუთარი სხეული და იზრუნო მასზე ბუნებრივი გზით, მიიღო სიამოვნება კვებისაგან და დატკბე ამით.>> ფსიქოლოგია

მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ.  https://www.b17.ru/article/40809/