ღვიძლის გადანერგვა

ღვიძლის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) – არის ერთადერთი რადიკალური მკურნალობის მეთოდი იმ ავადმყოფებისა, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის შეუქცევადი, პროგრესირებადი დაზიანებებით; და როდესაც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები არ არსებობს. პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა უნდა გაიაზრონ ოპერაციის სირთულე და მზად უნდა იყვნენ გრძელი სარეაბილიტაციო პოსტოპერაციული მეთოდისთვის და სიცოცხლის ბოლომდე იმუნოსუპრესიული თერაპიისათვის.

ღვიძლის გადანერგვის ძირითადი ჩევენებები:

  • ღვიძლის ქრონიკული დიფუზური შეუქცევადი დაავადების არსებობა, 12 თვეზე ნაკლები სიცოცხლის პროგნოზით.
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც განაპირობებენ სიცოცხლის ხარისხის და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
  • ღვიძლის ქრონიკული დიფუზური დაავადებების კონსერვატიული და პალიატიური ქირურგიული მეთოდებით მკურნალობის არაეფექტურობის დროს.
  • ღვიძლის ციროზიან პაციენტებში საყლაპავის ვენების გაგანიერების შემთხვევაში ან მათი სისხლდენის დროს, მიუხედავად ღვიძლის დამაკმაყოფილებელი ფუნქციისა სისხლდენის შემდეგ.
  • ღვიძლის კეროვანი დაავადებების დროს მათი გავრცელების გამო რადიკალური რეზექციის ჩაუტარებლობის გამო.
  • ტრანსპლანტაციის შემდეგ რეალური დადებითი სასიცოცხლო პროგნოზის დროს.

ღვიძლის გადანერგვის აბსოლუტური უკუჩვენებები:

  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციების არაკორეგირებადი დარღვევები (გულის, ფილტვების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები).
  • ინფექციური დაავადებები, რომლებიც არაა დაკავშირებული ღვიძლთან (ტუბერკულოზი, აივ-ინფექცია და სხვ.).
  • სიმსივნური დაავადებები, რომელიც არ არის ღვიძლთან დაკავშირებული.
  • სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შეუთავსებელი განვითარების მანკები.
  • პაციენტის ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა, ოპერაციის ხასიათის, აუცილებლობის, რისკების და პროგნოზის გაუცნობიერებლობა.
  • აქტიური ალკოჰოლიზმი.

უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ღვიძლის გადანერგვის კუთვნილებითი უკუჩვენებები:

  • პაციენტის ასაკი 60 წელზე მეტი
  • ადრე ქირურგიული ჩარევა ღვიძლზე და ნაღვლისგამომტან გზებზე.
  • კარის ვენის თრომბოზი
  • ღვიძლის ქოლანგიოცელულური კიბო
  • B ჰეპატიტის ვირუსის აქტიური განახლება
  • სიმსუქნე
  • ნათესავების მხრიდან პაციენტის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უქონლობა.

რიგში ყოფნისას დონორის გამოჩენის შემდეგ აირჩევა ის პაციენტი ვისაც მეტად სჭირდება ტრანსპლანტაცია აქვს მაღალი შეთავსებადობა დონორის ორგანოსთან. ტრანსპლანტაციის ცენტრში პაციენტს გამოიძახებენ მოკლე დროში. დრო, რომელიც ჭირდება დონორის ორგანოს მიღების შემდეგ გადანერგვას არის 6 სთ, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტრანსპლანტაციის განყოფილებაში ექსტერნად კეთდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და პაციენტი შეყავთ საოპერაციოში. ოპერაციის საშუალო დრო 7-8 სთ-ია.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის სახეები.

  • ღვიძლის გადანერგვაღვიძლის ნაწილების გადანერგვა – დონორის ორგანოს თითოეული ნაწილი გადაინერგება სხვადასხვა პაციენტებში, ე.წ. სპლიტ-ტრანსპლანტაცია (გაყოფილი-ტრანსპლანტაცია)
  • ღვიძლის გადანერგვა ცოცხალი ნათესავი დონორისგან, როდესაც სისხლით ნათესავი აძლევს ავადმყოფს თავისი ღვიძლის ნაწილს.
  • ორთოტოპიკული ტრანსპლანტაცია – ღვიძლის გადანრგვა, როდესაც დონორის ორგანოს ათავსებენ რეციპიენტის ამოკვეთილი ღვიძლის ადგილას.
  • ჰეტეროტოპიკული ტრანსპლანტაცია – ამ შემთხვევაში, დონორის ღვიძლის ქსოვილი გადაენერგება რეციპიენტს და ამასთანავე შენარჩუნებულია მისი საკუთარი ღვიძლი.

ტრანსპლანტაციის დასრულების შემდეგ პაციენტი დაახლოებით 5-10 დღეს ატარებს რეანიმაციის განყოფილებაში და საშუალოდ 20-30 დღის შემდეგ დადებითი პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ გაეწერება სტაციონარიდან. გადანერგვის პირველივე დღიდან, პაციენტი სიცოცხლის ბოლომდე იწყებს სპეციალური პრეპარატების – იმუნოსუპრესორების მიღებას, იმისათვის, რომ არ მოხდეს დონორის ორგანოს უარყოფა. ყოველ ორ კვირაში პაციენტი მიდის ტრანსპლანტაციის ცენტრში, აბარებს ანალიზებს, იტარებს მუცლის ღრუს ულტრაბგერით გამოკვლვას.

ღვიძლის გადანერგვა – მკურნალობის ურთულესი მეთოდია, რომელიც იწყებ აოპერაციით და არ მთავრდება მისით. პაციენტები სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, პერიოდულად იტარებენ გამოკვლევებს. პაციენტების უმრავლესობა გადანერგვის შემდეგ ეწევიან აქტიურ ცხოვრებას, უბრუნდებიან ძველ სამსახურს და დაკავებული არიან სპორტით. გადასვლა >> ტრანსპლანტოლოგია


Share this...Share on Facebook
Facebook