თაფლი დასახელდა ყველაზე ჯანსაღ და უნივერსალურ პროდუქტად

ძველ საბერძნეთში ოლიმპიური ათლეტები ძალის გასაზრდელად სპეციალურად ისვამდნენ თაფლს მთელს სხეულზე. თაფლი შეიცავს გლუკოზას და ფრუქტოზას, რომლებიც იწვევენ ცხოველური სახამებლის დაგროვებას ღვიძლში (The Daily Mail).

ერთი კოვზი თაფლი შეიცავს 22 კალორიას, ხოლო შაქრის ანალოგიური რაოდენობა – 15 კალორიას, თუმცა თაფლი უფრო სასარგებლოა, ვინაიდან ის ორგანიზმში მოხვედრისთანავე მომენტალურად კვებავს ტვინს მასში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაბარი შემცველობის გამო. ძილის წინ მიღბული ერთი ჩაის კოვზი თაფლი საშუალებას აძლევს ტვინს, ”დაისვენოს” ღამის განმავლობაში. ფრუქტოზა ლაგდება ღვიძლში და ელოდება თავის დროს, როდესაც საჭირო გახდება ტვინის ”გამოკვება”. ღამით ტვინი განაგრძობს მუშაობას, ამიტომაც მას ესაჭიროება ენერგია.
ჰიპოკრატე თაფლს მიირთმევდა ყოველდღე და მას იყენებდა ათაშანგის და წყლულების სამკურნალოდ. თაფლი აძლიერებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციებს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, ეხმარება ორგანიზმს ჭრილობების სწრაფად შეხორცებაში და ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თაფლის უნარი, ებრძოლოს რეზისტენტული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებს, დადგენილი იქნა ამ რამდენიმე წლის წინ, რის შემდეგაც მას ოფიციალურად მიეკუთვნა სუპერპროდუქტის სახელი.
ექსპერტები გვირჩევენ თაფლის გამოყენებას ჰერპესის, პარადონტის დაავადებების, კიდურების ინფიცირებული წყლულების, ფსორიაზისა და ეგზემის, ასევე ართრიტების სამკურნალოდ. მეცნიერები პენსილვანისის შტატის სამედიცინო კოლეჯიდან ამტკიცებენ, რომ ერთი კოვზი თაფლი თავისი ეფექტურობით აღემატება გაცივების საწინააღმდეგოდ გამოყენებულ ნებისმიერ მედიკამენტს. თაფლი ასევე კარგად უმკლავდება იმუნოდეფიციტის სიმპტომებს – დაღლილობას, ხშირ გაცივებას, ინფექციებს, ალერგიას. თაფლი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ბიოფლავონოიდებს. ის ნაჩვენებია საჭმლის მონელების დარღვევის დროს, რადგანაც იცავს სასარგებლო ბაქტერიებს.

http://newsru.com. 2010.12.15
წყარო: http://medportal.ge/index.php?Id=5186&act=newsfull&catId=49

___________________________________________________

გადასვლა >>>> ფუტკრის პროდუქტები

..

Share this...Share on Facebook
Facebook