თაფლის არაჩვეულებრივი თვისებები

მედიკოსები გვირჩევენ, ყოველდღე მივიღოთ რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასევე აძლიერებს იმუნიტეტს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ სხვადასხვა სახის თაფლი განსხვავებული სასარგებლო თვისებების მატარებელია.
მაგ. წიწიბურას თაფლი შეიძლება სასარგებლო იყოს ანემიების და ჰიპერტენზიის დროს. კუნელის თაფლი ძალიან სასარგებლოა გულის დაავადებების დროს. ხოლო თავშავას თაფლი ხსნის ნერვულ დაძაბულობას. პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემების დროს შეიძლება გამოგვადგეს ქინძის თაფლი. შესანიშნავად არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას აკაციის თაფლი.

როგორც აღმოჩნდა, თავისი შემადგენლობით, ფუტკრის თაფლი საუკეთესოდ მიესადაგება ჩვენი პლანეტის მცხოვრებთა სისხლის შემადგენლობას. მედიკოსები გვირჩევენ, თაფლი მივიღოთ წყალთან ერთად. ასეთი შემადგენლობით ის აღადგენს დაკარგულ ერითროციტებს და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. წყალთან ერთად მიღებული თაფლი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასევე ლეიკოციტების შემადგენლობასაც.

ყველაზე სასარგებლოა თაფლი ფიჭაში, ვინაიდან ის დაუჟანგავია. სასარგებლოა არამარტო თაფლი, არამედ ფუტკრის სხვა პროდუქტებიც. მაგ. თაფლის სანთელი, რომელსაც შეუძლია ტოქსინების გამოდევნა. დინდგელი (კიდევ ერთი პროდუქტი), რომელიც იწვევს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას. ექიმები აღნიშნავენ, რომ ადამიანებს ალერგია უშუალოდ თაფლზე როდი აქვთ. ალერგია შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ალერგიულია იმ მცენარეზე, რომლის მტვერსაც აგროვებს ფუტკარი.

http://www.for-health.ru. 2010.05.20
წყარო: http://medportal.ge/index.php?Id=4485&act=newsfull&catId=49

_______________________________________

გადასვლა >>>> ფუტკრის პროდუქტები

..

Share this...Share on Facebook
Facebook