რას გრძნობს ახალშობილი

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები ახალშობილებისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

როგორ აღიქვამს ის გარემოს?

შევხედოთ მშობიარობის პროცესს ბავშვის თვალით. ის იმყოფებოდა დაცულ თავშესაფარში, ხმები აღწევდა დახშულად, მაგრამ მკვეთრად ესმოდა დედის დამამშვიდებელი, თანაბარი გულისცემა. ამიტომაცაა, როდესაც დედა გულზე მიიკრავს შვილს, მას ესმის ნაცნობი ხმა და წყნარდება. დედებიც ინსტიქტურად უპირატესობას ანიჭებენ ბავშვი დაიჭირონ მარცხენა ხელში, თავით გულთან ახლოს.

მუცლადყოფნის პერიოდში პატარა კომფორტულად გრძნობდა თავს, დედის სიარულის დროს ოდნავ ირწეოდა გარკვეულ რიტმში, მუდმვად თბილად იყო; უცებ კი ყველაფერი იცვლება…

პირველი კონტაქტი

ახალშობილი მშობიარობის სტრესის შემდეგ ხვდება ახალ და მისთვის ჩვეულ გარემოსთან შედარებით არაკომფორტულ პირობებში; რა თქმა უნდა, მაშინვე მოათავსებენ დედის გულმკერდზე, მის კანთან კონტაქტი, დედის სითბოს, სურნელის და გულისცემის შეგრძნება ამშვიდებს მას. შემდეგ ის იძინებს რამდენიმე საათით. ამ დროს პალატაში ჩუქი ჩამქრალია ან ოდნავ დაბნელებულია, საუბრობენ ჩუმად და საჭიროების გარეშე პატარას არ აწუხებენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პირველი კონტაქტი დედისთვის. კანის კანთან პირველი შეხებით, ორგანიზმი იღებს ნიშანს – „მშობიარობა წარმატებით დასრულდა“, გამოიყოფა ოქსიტოცინი, საშვილოსნო იკუმშება და იკლებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი.

ხელები და ფეხები

ბავშვების უმრავლესობას სიამოვნებს მსუბუქად შეხვევა. ადრე პატარებს მჭიდროდ და მაგრად ახვევდნენ, ფიქრობდნენ, რომ თუ ხელ-ფეხი სწორ მდგომარეობაშ არ იქნებოდა, შემდეგ დეფორმირებული გახდებოდა. სინამდვილეში კი, ფიზიოლოგიური პოზა არის ოდნავ მოხრილი ხელები და ფეხები, ასე ახალშობილიც უფრო მშვიდად და ბუნებრივად გრძნობს თავს. თუმცა ის ჯერ ვერ აკონტროლებს მოძრაობებს, შეიძლება ხელი მიირტყას სახეზე და შეშინდეს ან გაეღვიძოს; ამიტომ მსუბუქი გახვევა არც სრულ თავისუფლებას აძლევს და არც ბოჭავს, უბრალოდ მყუდროდ და დაცულადაა.

მხედველობა

დაბადებისთანავე ახალშობილი ეძებს მხედველობით კონტაქტს დედასთან. ყველაზე კარგად ხედავს 20სმ მანძილზე. შეიძლება შეამჩნიოთ თვალების მოძრაოების არაკოორდინირებულობა, მაგრამ ეს არ არის სიელმე. სიელმის დიაგნოზი ისმება მე-3 თვეში, როცა მხედველობის ნერვი თითქმის ფორმირებულია.

პატარა ყოველთვის გააყოლებს თვალს მოძრავ საგნებს. დაახლოებით 6 თვის ასაკისთვის დაიწყებს სხვა სახეების გარჩევას, გარდა მშობლებისა. ამასთანავე უვითარდება განგაშის რეაქცია უცნობ გამაღიზიანებელზე. მხედველობა სრულად ყალიბდება 4 წლისთვის.



სმენა

ახალშობილის სმენაც ნავარჯიშებია ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში. იქ მას ესმოდა დედის გულისცემა და სხვადასხვა ხმები გარედან. მიუხედავად იმისა, რომ სმენის ნერვი სრულად ფორმირდება 1 წლის ბოლოსთვის, ახალშობილი მანამდეც კარგად არჩევს ნაცნობ ხმას უცხოსგან.

პატარა თავს აბრუნებს იმ მიმართულებით, საიდანაც ესმის ხმა. დაადგინეს, რომ ახალშობილებს უფრო მოსწონთ მაღალი ტონალობები, ვიდრე ბასები. ამიტომ, ზოგჯერ მშობლები ინსტიქტურად იცვლიან ხმის ტემბრს მათთან ლაპარაკის დროს.

ყნოსვა

ზრდასრულთა სამყაროში მხედველობა უდავოდ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ყნოსვა, ახალშობილებში კი პირიქით. ისინი დაბადებისთანავე განასხვავებენ სუნებს; მაშინვე ცნობენ დედას მისი კანის სპეციფიკური სურნელით და განარჩევენ სხვა ქალისგან; ცნობენ რძის სუნს და მიისწრაფიან ძუძუსკენ. დედის სუნი ამშვიდებთ მათ, როცა ის არ არის სახლში, ამიტომ ასეთ დროს შეიძლება დედის ტანსაცმელი ჩავუდოთ საწოლში პატარას.

გემო

ახალშობილს პირის ღრუში გაცილებით მეტი გემოვნების რეცეპტორი აქვს ვიდრე ზრდასრულებს და ისინი მიმართულია ერთისაკენ – აღიქვან დედის რძე. ზრდასრულები კმაყოფილდებიან 4 ძირითადი გემოთი და მათი შეხამებით მიღებული გამებით: ტკბილი, მჟავე, მარილიანი და მწარე. ახალშობილებს კი განსხვავებული გემოვნების სისტემა აქვთ. შაქრიანი ხსნარი იწვევს ძლიერ წოვის რეფლექსს, მარილიანი და სრულიად სხვა რეაქციას. მეცნიერების აზრით, გემოვნებით მისწრაფებები ფორმირდება მუცლადყოფნის პერიოდში. რითაც იკვებებოდით ფეხმძიმობის პერიოდში, შეგიძლიათ ის მიირთვათ ძუძუთი კვების დროს, რძეს ექნება ამ ნივთიერებების სუნი და ახალშობილიც მადიანად მიირთმევ იმას, რასაც მიჩვეულია.

შეხების შეგრძნება

შეხებით ახალშობილები გრძნობენ სითბოს, სიცივეს და ტკივილს. ესეც განვითარებულია მუცლადყოფნის პერიოდში. ინტენსიური შეხებით კონტაქტი (მოფერება, ხელში აყვანილი ტარება) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაწყისში იმიტომ, რომ ხელს უწყობს პატარას ჯანსაღ განვითარებას და აუცილებელი კომპონენტია გრძნობათა ორგანოების განვითარებისთვის; აგრეთვე გარკვეული ჰორმონების ფორმირებისთვის, რომლებიც განაპირობებენ ზრდას და ბავშვის გონებრივ განვითარებას. ე.ი, როცა ახალშობილი ხელში აყვანას ითხოვს, ეს უბრალოდ ახირება არ არის, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფიქრის უნარი

ახალშობილს აქვს შესწავლის უნარი. ის აგროვებს შთაბეჭდილებებს, რომელსაც იღებს ყველა გრძნობათა ორგანოდან. სიარულის დაწყებასთან ერთად ახალშობილის ტვინი ფაქტიურად საზრდოობს შთაბეჭდილებებით, რაც ეხმარება შემდგომ განვითარებაში.

ლიტ: http://www.bambini.by/articles/chto-chuvstvuet-novorozhdennij-malish/

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ბმები:

  1. რა სჭირდება ახალშობილს?
  2. რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას?
  3. ბავშვი 

..

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..