საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. კირჩხიბი

რა ვაჩუქოთ კირჩხიბებს

კირჩხიბები მეოცნებები და ემოციურები არიან, ამავე დროს –  პრაქტიკულები. ქალი – კირჩხიბები ძალიან კარგი დიასახლისები და კულინარები არიან. იციან ფულის ყადრი, სახლშო ყოველთვის აქვს გადანახული ,,შავი დღისთვის“  როგორ პროდუქტები, ასევე ფინანსები. კირჩხიბები მორცხვები და მოკრძალებულები არიან. ქალი – კირჩხიბი სიხარულით მიიღებს ყველანაირ საჩუქარს – კოქტეილის ხელჩანთას, აქსესუარს, ან რაიმე კოსმეტიკას, მაგ. პუდრი.


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ  ადამიანებს განსაკუთრებით უყვართ ვერცხლი. ასევე კარგი იქნება  ყავის მადუღარას, ან ჩაიდანის ჩუქება. არ დაგავიწყდეთ, რომ კირჩხიბს უყვარს სახლში საქმიანობა, ამიტომ მადლობელი იქნება თუკი კულინარიული რეცეპტების წიგნს აჩუქებთ.

 


კაცი – კირჩხიბი – იდეალისტი, მეოცნებე და რომანტიკოსია. მან ყოველთვის იცის რაც უნდა.  საყოფაცხოვრები ნივთები, მსხვილი შენაძენი და ტანსაცმელი – ეს მისი სფეროა. მათთვის კარგი საჩუქარი იქნება: სვიტერი, მამაკაცის პარფიუმი.

ბავშვები – კირჩხბის ქვეშს დაბადებულებს უყიდეთ  რბილი სათამაშოები, თოჯინის სახლები და კონსტრუქტორები.

გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?