საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. კურო

რა ვაჩუქოთ კუროებს?

კუროები განსაკუთრებით აფასებენ კომფორტს; არიან გამორჩეული ესთეტები. ძალიან იზიდავთ მოდური ტანსაცმელი, ინტერიერის ნივთები და ხელოვნების ნაწარმები.

ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ ფულადი საჩუქრებიც, მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებიც მოეწონებათ. გახსოვდეთ, რომ კუროსათვის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა. ის ამჯობინებს პატარა ძვირადღირებულ პარფიუმს, ვიდრე დიდ იაფფასიან ოდეკოლონს.


კუროები მატერიალისტები არიან. აჩუქეთ საპარსი, ზამთრის ფეხსაცმელი, ხელთათმანები.

ქალი კურო – პრაქტიკული და მშვიდობისმიყვარეა. უყვარს სუნამოები ნაზი  არომატით, რბილი ქსოვილები, ყვავილები და ძვირფასი საჩუქრები. ძალიან ესიამოვნება და თამამად შეგიძლიათ აჩუქოთ  ხის ფიგურები, ხალიჩა, კარდიგანი … ასევე, თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ, აჩუქეთ ძვირფასი ნივთები და ულტრამოდური დევაისები. გახსოვდეთ, რომ კუროსათვის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა


 


♦ რა ვაჩუქოთ?; ♦ ინტერნეტ-მაღაზიები