საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ლომი

რა ვაჩუქოთ ლომებს? 

ზოდიაქოს ყველაზე მეფური ნიშანი! ცხოვრება მათთვის ერთგვარი სცენაა, სადაც ისინი მთავარ როლს ასრულებენ – ამაყად და მედიდურად! არიან გამორჩეულები, ნიჭიერები და შემოქმედები… მათი დევიზია: ,,ვანათებ ყველგან, ყოველთვის!“ – და ამაში ,,დამნაშავე”  მათი მმართავი პლანეტა – მზეა. ლომები ადვილად ახორციელებენ ჩანაფიქრს და არ აშინებთ სიძნელეები. არიან გულუხვები, ჭკვიანები.

ლომებს უყვართ საჩუქრები, რომლებიც საშუალებას მისცემენ გამოიყურებოდნენ მდიდრულად. ასეთი ეგოცენტრული ნიშნისთვის კარგი საჩუქრის ვარიანტებია – თმის აქსესუარები, პარფიუმერია და კოსმეტიკა. აგრეთვე ძალიან მოსწონთ ეფექტური საჩუქრები: ოქროს სამაჯური, ბეწვის ქურქი და მკვეთრი ქვედა თეთრეული.


მამაკაცი-ლომი უპირატესობას აძლევს ფუნქციურ აქსესუარებს: იუველირული საათი, მოდური საკვოიაჟი, ლაქის ფეხსაცმელი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები საყვარელ ქალებს ფუფუნებაში ამყოფებს და მუდმივად აოცებს ორიგინალური საჩუქრებით – ნახევრადძვირფასი თვლებით ინკრუსტრირებული ინდური სუვენირებით, ან რარიტეტული ნახატით.

 


გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?