საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. სასწორი

რა ვაჩუქოთ სასწორებს?

სასწორები განსაკუთრებულად აფასებენ სილამაზეს და მომხიბვლელობას, მუდამ ეძებენ წონასწორობას.

ქალი – სასწორები – აქვთ ანალიტიკური აზროვნება და მკაცრი ლოგიკა. მმართველი პლანეტა ვენერაა; არიან მოსიყვარულეები, მზრუნველები, ელეგანტურები, დახვეწილები. ყოფა-ცხოვრებაში  – ყაირათიანები, ეკონომიურები, შეუძლიათ  შეიძინონ ძვირფასი ნივთი, თუმცა მათ გარეშეც იოლად გავლენ.

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალებისათვის კარგი საჩუქარი იქნება: ბრეშუმის ქსოვილის კაბა, მაქმანებიანი ბოდი, სუნამო.

მამაკაცი – სასწორი – არის მახვილგონიერი, მიმზიდველი, ცოტა ინფანტილური და სწორედ ამაშია მათი შარმი. ისინი უპირატესობას კლასიკურ ნივთებს ანიჭებენ: ულტრამოდური ჰალსტუხი, ნატურალური ტყავის პორტმანე, ოქროს სამაგრები, ოდეკოლონი.

გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?