საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. თხის რქა

რა ვაჩუქოთ თხის რქებს?  

თხის რქები – არიან მშვიდები და საკუთარ თავში დარწმუნებულები, საკუთარ გრძნობებს იშვიათად ამჟღავნებენ. სასიყვარულო ურთიერთობებში მოქმედებენ ძალიან ფრთხილად. ფულთან დაკავშირებით, ხასიათდებიან მიზანსწრაფულობით და მუყაითობით. არასოდეს არავის არაფერს არ უმტკიცებენ – უბრალოდ ცხოვრობენ. ქალი – თხის რქა – უყვარს სიმყუდროვე და სახლის თბილი ატმოსფერო. მისთვის ოჯახი ყველაფერია!

რაც შეეხება საჩუქარს – ასიამოვნებთ თუკი აჩუქებთ მოდურ აქსესუარს,  ძვირფას კოსმეტიკას და ტანსაცმელს. განსაკუთრებით აფასებს საათს, პარფიუმსა და აბრეშუმის  თეთრეულს.


კაცი – თხის რქა – საკმაოდ ჭკვიანი, სერიოზული და ელეგანტურია. აქვს ძლიერი, დამოუკიდებელი ხასიათი. ყველაფერს თავად აღწევს.  არ მანიპულირებს ადამიანებით, ამდენად კონფლიქტებიც ნაკლებად აქვს კოლეგებთან და ხელმძღვანელობაბსთან. ნებისმიერი იდეას დეტალურად აანალიზებს და ბოლომდე წარმატებით ახორციელებს. დანარჩენ დროს უთმობს საკუთარ ჰობს და ოჯახს.

საჩუქრის შერჩევისას მთავარი აქცენტი გააკეთეთ სოლიდურ და ექსკლუზიურ ნივთებზე. აქტუალური ვარიანტია: სმარტფონის ბოლო მოდელი, იუველირული მინიატურა  Faberge -ს, ოქროს საათი ტყავის სამაჯურით, სამაგრები ბრილიანტებით.


გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?