საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ტყუპები

რა ვაჩუქოთ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს?

ტყუპების დევიზია – ,,მთავარია ყურადღება და არა საჩუქარი!“. ბუნებით არიან პოლიტიკოსები და დიპლომატები, ხშირად იცვლიან შეხედულებებს, რაც მერკურის გავლენაა.

ტყუპები ძალზე დაკვირვებულები და ცნობისმოყვარეები არიან,  აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი.

მამაკაცი-ტყუპის გაოცება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ნივთის ჩუქებით, რომელზედაც იგი ოცნებობდა დღე და ღამე. ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია – საჩუქრის მოძებნამდე დელიკატურად გაარკვიეთ – რითია იგი დაკავებული, მისი ჰობი და მთავარი ინტერესები. ზოგიერთისთვის შესაძლოა ეს იყოს midi -კლავიატურა, ან აკუსტიკური სისტემა, ან სულაც უბრალოდ მაგიდის მტვერსასრუტი.


 

ტყუპი ქალისათვის საჩუქრის შეძენისას არჩევანი გააკეთეთ დიზაინერულ ნივთებზე.

 

ქალი-ტყუპებს  საკმაოდ მაღალი ინტელექტი აქვთ,  უყვართ საჩუქრები, რომლებიც გათვლილია ჭკვიანი ადამიანებისთვის, ამდენად საინტერესო წიგნი სავსებით აკმაყოფილებთ. ამავე დროს გიჟდებიან არაორდინალურ იდეებზე.


ასტროლოგიის მიხედვით ამ ნიშნის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელები, ამიტომ ხარისხიანი, არომატიზირებული ხელის კრემით, ან ძვირფასი ბეჭდით აღტაცებული იქნებიან. თუ გინდათ განსაკუთრებით ასიმოვნოთ ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აჩუქეთ მას ბოლო მოდელის ტელეფონი; ასევე – სტატუეტკები, სვაროვსკის ბოკალები, ვუალიანი აბადოკები – შესანიშნავი არჩევანია ქალი-ტყუპებისათვის!

გადასვლა >>>> რა ვაჩუქოთ?