წყალი ახალშობილისთვის

წყალი ახალშობილისთვის

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ახალშობილისთვის წყალი ჯანმრთელობის და კარგი განწყობის საფუძველია. სჭირდება თუ არა ახალშობილს წყალი? ექიმების რეკომენდაციები განსხვავდება – ზოგი ფიქრობს, რომ არ ჭირდება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს დამატებითი სითხე, სხვები კი პირიქით. გავერკვიოთ, როგორ და როდის დავალევინოთ ბავშვს და რით განსხვავდება ახალშობილის წყალი ჩვეულებრივი სასმელი წყლისგან.

ბოთლები ახალშობილებისათვის ,,ამაზონზე”  

მივცეთ თუ არა წყალი ახალშობილს?

დედის რძე არის ახალშობილისთვის საჭმელიც და სასმელიც, ვინაიდან ის შეიცავს 90% წყალს და სიცოცხლის პირველ დღეებში შეუძლია დაარეგულიროს სითხის დონე. აგრეთვე ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავების პროცესს, რადგანაც შეიცავს ამისათვის საჭირო ფერმენტებს.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პატარას წყალი არ სჭირდება. თუმცა არსებობს სიტუაციები წყლის გარეშე ყოფნა რთულია.

ჭურჭელი ჩვილებისათვის ,,ამაზონზე” 

ნამდვილად, 3 თვემდე ასაკის ბავშვისთვის წყლის მიცემა ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ ღირს; 4 თვეზე მეტი ასაკის პატარებს კი შეგიძლიათ დაალევინოთ. თუ ის სიამოვნებით სვამს წყალს, არ დაუშალოთ; სითხის ნაკლებობა ახალშობილებში საშიშია;
მოზრდილებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მეტაბოლიზმის სიჩქარე პატარებში უფრი დიდია.
ამასთანავე, მშობლებმა უნდა იცოდნენ როდის და რა რაოდენობით მისცენ ახალშობილს წყალი, როგორ გავლენას ახდენს კვების ტიპი სითხის მოთხოვნაზე.

წყალი ძუძუთი კვების დროს

ახალშობილებს შეიძლება წყალი მისცეთ 4-5 თვიდან. უმჯობესია დაალევინოთ კვებათა შორის, თუ პატარას ძლიერ სწყურია სიამოვნებით დალევს. რა რაოდენობა უნდა მივცეთ? ყველაფერი ინდივიდუალურია. ჩვეულებრივ პედიატრები გვირჩევენ სითხის მიღებას არა უმეტეს 100 მლ-სა 1კგ წონაზე დღეში, მაგრამ ამ რაოდენობაში შედის რძეც, ასე რომ, მხოლოდ წყლისთვის რჩება 30-70 მლ.
პატარას წყალი უნდა დაალევინოთ საწოვარა-ბოთლიდან ან კოვზით. მთავარია სურვილი: თუ ბავშვი ჭირვეულობს და არ უნდა დალევა, ნუ  დააძალებთ.

წყალი ხელოვნური ან შერეული კვების დროს

ხელოვნური კვება განსხვავდება ბუნებრივისგან – საბავშვო ფაფები შეიცავენ მეტ ცილებს ვიდრე დედის რძე, ამიტომ ბავშვს ჭირდება დამატებითი სითხე. წყლის უკმარისობამ, განსაკუთრებით ცილებით მდიდარი საკვების მიღებისას, შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. საკმარისი წყალი ხელს უწყობს ნაწლავების დროულ დაცლას და გააუმჯობესებს პატარას თვითშეგრძნებას.
ხელოვნური ან შერეული კვების დროს წყლის მიცემა შეგიძლიათ დაიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ბუნებრივის დროს. საკვები ფაფებისგან განსხვავებით, რომლის ტემპრატურაც უნდა იყოს 36-37 გრადუსი, წყლის შეიძლება იყოს 26-30 გრადუსი პირველი 1-2 თვის განმავლობაში და 20 გრადუსამდე უფროს ასაკში.

როდის აძლევენ წყალს ახალშობილს?

წყალი ახალშობილისთვისპატრას წყალი უნდა მისცეთ ჭამის შემდეგ რამდენიმე ხანში ან კვებათა შორის. გახსოვდეთ, მას პატარა კუჭი აქვს და ერთბაშად დიდი რაოდენობის წყალს ვერ მიიღებს, დასაწყისისთვის საკმარისი იქნება რამდენიმე ჩაის კოვზი.
ზოგიერთ სიტუაციაში სითხის მოთხოვნილება იზრდება. ხშირად ამის მიზეზია გადახურება ან ძალიან მშრალი ჰაერი შენობაში.
ხანდახან მშობელს ისე ეშინია ბავშვის გაცივების, რომ ფუთავენ მას და არ იცავენ ტემპერატურის რეჟიმს ოთახში, რაც იწვევს ჰაერის ტენიანობის დაქვეითებას და ბავშვის ორგანიზმის გაუწყლოებას.
საბავშვო ოთახის ოპტიმალური ტემპერატურაა 20 გრადუსი, ტენიანობა კი 50-70%. ზედმეტად მშრალი ჰაერი იწვევს სუნთქვის გახშირებას, ორგანიზმის დაცვითი ფუნქციების დაქვეითებას, ყლაპვის გაძნელებას და კოლიკას.
ზაფხულში კი ყველაფერ ამას ემატება გადახურება, რის გამოც ბავშვი ოფლიანობს და კარგავს ტენიანობას. გაუწყლოების პირველი ნიშნების განსაზღვრა მარტივია – შარდვის გაიშვიათება, ლორწოვანი გარსების, კანის და ენის სიმშრალე. ასეთ დროს წყალი უბრალოდ აუცილებელია.
ბევრი პედიატრი გვირჩევს წყალი დავალევინოთ ავადობის დროს – ტემპერატურის მომატების და კოლიკის დროს. თბილი წყლის რამოდენიმე ყლუპი ეხმარება სლოკინის დროს.

რომელი წყალი მივცეთ ახალშობილს?

  • ანადუღარი წყალი და წყალი ღია წყაროდან

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვს უნდა მისცეს ანადუღარი წყალი, თუმცა ეს ასე არ არის. ადუღებით ისპობა ბაქტერიების მხოლოდ ნაწილი, გარდა ამისა ასეთ წყალში მეტია საზიანო ქლორის შენაერთები. არ არის სასურველი ღია წყაროდან წყლის მიცემა – მასში შეიძლება იყოს ნიტრატების და ბაქტერიების მაღალი შემცველობა. რა თქმა უნდა არ შეიძლება სამკურნალო მინერალური და გაზირებული წყლის მიცემა. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ჩვეულებრივ ფილტრში გაწმენდილი წყლის დალევინებაც.

  • ჩამოსხმული წყალი

ახალშობილების წყალი იყიდება აფთიაქბში და მარკეტებში. როგორც წესი, ასეთ ბოთლებს აქვთ სპეციალური მარკირება და ინფორმაცია იმაზე, რომ გაირა შემოწმება. მოზრდილების სასმელი წყლისგან განსხვავებით ბავშვის წყალი საჭიროებს მინერალების განსხვავებულ შემცველობას:

  • – მინერალების საერთო შემცველობა 200-300 მგ/ლ – ზე ნაკლები
  • – კალციუმი 60 მგ/ლ -ზე ნაკლები
  • – კალიუმი 5-20 მგ/ლ – ზე ნაკლები
  • – ნატრიუმი – 20 მგ/ლ – ზე ნაკლები
  • – მაგნიუმი – 10-35 მგ/ლ – ზე ნაკლები

ნაყიდი წყლის ადუღება არ არის საჭირო და ასევე არც დიდხანს შენახვა – მხოლოდ 1 დღე-ღამე გახსნის მომენტიდან. საუკეთესო კონტეინერი ჩამოსხმული წყლისთვის არის მინის ბოთლი ან პოლიკარბონატისგან დამზადებული კონტეინერი (მისგან დამზადებულ ბოთლებს ძირში აქვთ ციფრი <7>).

  • წყალი, გაფილტრული სპეციალურ „საბავშვო“ ფილტრებში

გაცილებით ეკონომიური და მოსახერხებელია სპეციალური საბავშვო წყლის ფილტრის გამოყენება. ოპტიმალური არჩევანი არის თასის მსგავსი ფილტრი – უფრო მარტივია გამოსაყენებლად, ერთი კარტრიჯი ყოფნის საშუალოდ 100-200ლ წყალს და გაწმენდის ხარისხი მაღალია – ის ეფექტურად აცილებს ონკანის წყლისგან ბაქტერიებს, ქლორს, მექანიკურ ჭუჭყს და პესტიციდებს.
ასეთი ფილტრი უნდა იყოს დამზადებული მაღალხარისხიანი უსაფრთხო მასალისგან და სასურველია პედიატრის მიერ ნებადართული. ასეთი სახით გაფილტრული წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დასალევად, ასევე ბავშვის საჭმელის მოსამზადებლად.

ლიტ: http://www.kp.ru/guide/voda-dlja-novorozhdennykh.html


წყალი ახალშობილისთვისFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💧 ახალშობილისთვის წყალი ჯანმრთელობის და კარგი განწყობის საფუძველია.
👇 გავერკვიოთ, როგორ და როდის დავალევინოთ ბავშვს და რით განსხვავდება ახალშობილის წყალი ჩვეულებრივი სასმელი წყლისგან
🤱 დედის რძე არის ახალშობილისთვის საჭმელიც და სასმელიც, ვინაიდან:
✔️ ის შეიცავს 90% წყალს და სიცოცხლის პირველ დღეებში შეუძლია დაარეგულიროს სითხის დონე;
✔️ ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავების პროცესს, რადგანაც შეიცავს ამისათვის საჭირო ფერმენტებს.
👩‍⚕️ 3 თვემდე ასაკის ბავშვისთვის წყლის მიცემა ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ ღირს;
📅 4 თვეზე მეტი ასაკის პატარებს კი შეგიძლიათ დაალევინოთ. თუ ის სიამოვნებით სვამს წყალს, არ დაუშალოთ;
🤔 რა რაოდენობა უნდა მივცეთ?
📎 ჩვეულებრივ პედიატრები გვირჩევენ სითხის მიღებას არა უმეტეს 100 მლ-სა 1კგ წონაზე დღეში, მაგრამ ამ რაოდენობაში შედის რძეც, ასე რომ, მხოლოდ წყლისთვის რჩება 30-70 მლ.
🍼 პატარას წყალი უნდა დაალევინოთ საწოვარა-ბოთლიდან ან კოვზით. მთავარია სურვილი: თუ ბავშვი ჭირვეულობს და არ უნდა დალევა, ნუ დააძალებთ.
👉 გაიგეთ მეტი წყლის როლზე ახალშობილებში სტატიიდან – https://bit.ly/3VLBjaW
#წყალი #წყლისროლი #რატომწყალი #წყალიახალშობილებში #წყალიბავშვებში #ძუძუთიკვება #ხელოვნურიკვება #დედისრძე #წყალიძუძუთიკვებისდროს #როდისუნდამივცეთწყალი #წყლისდადებითითვისებები #წყლისრაოდენობა #წყლისნორმა #წყლისდღიურინორმა #საწოვარაბოთლი #ახალშობილისკვება #ახალშობილისაღზრდა #წყლისმნიშვნელობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები