ახალშობილის რეჟიმი

ბავშვის, განსაკუთრებით კი ახალშობილის ზუსტი რეჟიმის შედგენა თითქმის მიუღწეველია. შეიძლება ვივარაუდოთ, სინამდვილეში კი რა იქნება უცნობია. თქვენს გეგმაში უკვე ბავშვის დაძინებაა, ის კი კვლავ გამოფხიზლდა და სულაც არ აპირებს ძილს; რა თქმა უნდა ყველა გეგმა გადაიდება გაურკვეველი დროით.

პატარას გაუადვილდება დამოუკიდებელ ცხოვრებასთან ადაპტაცია, თუ ექნება სტაბილურობა, მაგ: დილის პროცედურები, კვება, სეირნობა, ძილი. მიიჩნევა, რომ თანმიმდევრობითი რუტინული მოქმედებების დაცვა მათ ორგანიზმს ანიშნებს სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ. დღის რეჟიმი დედისთვისაც უდავოდ პლიუსია. ახალშობილის რეჟიმი აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს მთელი ოჯახის დღის განრიგს, მაგრამ მისთვის უმთავრესია ძილის დღე-ღამური ნორმის დაცვა. ჩვეულებრივ, მეტ-ნაკლებად ზუსტი რეჟიმი ყალიბდება დაახლოებით 3-4 თვის ასაკში.

რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს?

  • 3 თვემდე – 18-20 სთ
  • 3-დან 6 თვემდე – 16-18 სთ
  • 6-დან 1 წლამდე – 14,5 სთ
  • 1 წლიდან 1,5 წლამდე – 13,5 სთ

3 თვემდე ასაკის ბავშვებს იდეალურ ვარიანტში უნდა ეძინოთ 1,5-2 სთ 4-ჯერ დღეში. თუმცა ბევრი დედისთვის ეს რეჟიმი საოცნებოა; ზოგიერთი პატარა დღისით იძინებს მხოლოდ 20-40წთ და მხოლოდ სეირნობისას ძინავთ სრული 2 სთ. პატარა რჩევა: დღის ძილის გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ თქვენც ჩაეხუტებით და მასთან ერთად დაიძინებთ. ამ ასაკამდე სიფხიზლის პერიოდი  40-60 წთ-ია.

♥♥  ტანსაცმელი ახალშობილებისათვის ,,ამაზონზე” newborn clothes>>>>>>

3 თვის შემდეგ სიფხიზლის პერიოდი იზრდება 1,5 სთ-მდე და უკვე ჩნდება გარკვეული დღის რეჟიმი. დღის ძილი კვლავ ოთხჯერადი რჩება, ღამით კი პატარას სძინავს 11-12 სთ, რომლის განმავლობაშიც იღვიძებს 1-2-ჯერ.

6 თვის შემდეგ ბავშვები გადადიან დღის სამჯერად ძილზე. სიფხიზლის პერიოდი იმატებს 2,5 სთ-მდე. კარგი იქნეა თუ ამ დროის განმავლობაში პატარა ადეკვატურად დაიტვირთება, მაგ: მასაჟით. ჩვეულებრივ 1 წლამდე ასაკის ბავშვები ერთხელ მაინც იღვიძებენ ღამით კვებისთვის, თუმცა ზოგიერთები უკვე მიჩვეულები არიან მთელი ღამე მშვიდ ძილს.

9 თვის შემდეგ ბავშვები გადადიან დღის ორჯერად ძილზე 2-2,5 სთ-ით. რეჟიმის შეცვლას ჭირდება დრო და მნიშვნელოვანია პატარას ემოციური განწყობის, თვითშეგრძნების, ამინდის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ძილის დღე-ღამური ნორმაა დაახლოებით 14 სთ. ამიტომ, თუ ბავშვს ღამით სძინავს 12 სთ გადაბმულად, ნუ ელით რომ დღისით დიდხანს დაიძინებს; ასევე პირიქით, თუ დღის განმავლობაში კარგად გამოიძინებს, ღამის ძილი შესაბამისად შემცირდება.

1 წლის შემდეგ ბავშვები გადადიან დღის ერთჯერადი ძილის რეჟიმში, რომელიც გრძელდება 3 სთ-მდე.

ფეხსაცმელი ჩვილებისათვის ,,ამაზონზე” – newborn shoes>>>>


ჭამის დროა!

დღეისათვის აღიარებული და რეკომენდებულია ახალშობილის კვების თავისუფალი გრაფიკი. ზუსტად „მოთხოვნის მიხედვით“ კვების რეჟიმი აძლევს საშუალებას დედას მოაწესრიგოს ლაქტაცია და თავიდან აიცილოს მკერდის გამაგრებები; ასევე ნათელია, რომ დედის რძით კვება – ბავშვის ჯანმრთელობის საფუძველია.

საშუალოდ ახალშობილი ძუძუს ითხოვს ყოველ 1,5 სთ-ში (ე.ი. 10-12 -ჯერ დღე-ღამეში). თუმცა კვების თავისუფალი რეჟიმი არ არის რეკომენდებული დღენაკლი და მცირეწონიანი ბავშვებისთვის; მათთვის აუცილებელია საათობრივი კვება, რადგანაც სუსტები არიან, ადვილად იღლებიან თუნდაც ჭამის დროს და შეიძლება ძილის გამოც გამოტოვონ კიდეც მომდევნო საკვების მიღება. თავისუფალი კვების რეჟიმი არ არის ასევე რეკომენდებული ჭარბწონიანი ბავშვებისთვის, უმჯობესია თუ თავს აარიდებენ ზედმეტად დანაყრებას.

3 თვემდე ასაკის ბავშვები საშუალოდ ჭამენ ყოველ 3 სთ-ში, ანუ 8-ჯერ დღე-ღამეში და ჩვეულებრივ ამასთანავე ღამით იღვიძებენ 2-3 – ჯერ.

6 თვისთვის ახალშობილები გადადიან ყოველ 3,5 სთ-ში კვებაზე, ანუ 7- ჯერ დღე-ღამეში.

6 თვის შემდეგ ბავშვები ჭამენ ყოველ 4 სთ-ში, ანუ 6-ჯერ დღე-ღამეში. ღამეში 1-ჯერ კვება ნარჩუნდება 12-18 თვემდე.

იხ. ასევე – როგორ შევარჩიოთ ბოთლი ახალშობილისათვის?

რა სჭირდება ახალშობილს?

ლიტ: http://lisa.ru/rezhim-novorozhdennogo/

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>