სექსუალური განვითარება დაბადებიდან 10 წლის ასაკამდე

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები


(ჯანმოს ევროპის რეგიონალური ბიუროს და ჯანმრთელობის ფედერალური სასწავლო ცენტრის (კიოლნი, 2010 The Federal Centre for Health Education) მასალების მიხედვით. http://srhhivlinkages.org/wp-content/uploads/2013/04/who_bzga_standards_ru.pdf)

პირველი 10 წელი

ბავშვობის პირველი 6 წლის მანძილზე ბავშვები მალე ხდებიან შედარებით დამოუკიდებლები. ისინი უფრო მეტს გებულობენ საკუთარი სხეულის შესახებ. ბავშვებში სექსუალური შეგრძნებები ადრეულ ასაკშიც იჩენს თავს. კერძოდ, სიცოცხლის მეორე და მესამე წლებს შორის. ამ პერიოდში  მათთვის ნათელია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკური სხვაობა და იწყებენ საკუთარი სხეულის შეცნობას (მასტურბაცია ადრეულ ასაკში, თვითსტიმულაცია), შესაძლებელია ისწრაფოდნენ მეგობრების სხეულის შესასწავლად (მაგ; ექიმობანას თამაში). ბავშვები გარემოს შეისწავლიან ექსპერიმენტების საშუალებით, მათ შორის სექსუალური ურთიერთობებიც არ განსხვავდება აღქმის სხვა სფეროებისაგან. ბავშვებში, მრავალრიცხოვანი დაკვირვებების საფუძველზე დადგინდა სექსუალურობის საერთო ზოგადი თავისებურებები, რაც მოწმობსს იმას, რომ ქცევების მსგავსი ტიპი ნორმალური განვითარების მაჩვენებელია.

♦ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”

სექსუალური შეგრძნებების და სურვილების კვლევის პროცესში, ბავშვების მიერ დასმული შეკითხვები, უფრო აღრმავებს მათ ცოდნას. სამი წლის ასაკში მათ ესმით, რომ ამ მხრივ მშობლები რაღაცას მალავენ. ისინი განიცდიან უფროსებისაგან გარკვეულ საზღვრებს, მაგალითად, გაუფრთხილებლობის გარეშე ტანსაცმლის გახდა, ლექსიკის სექსუალური მნიშვნელობით გამოყენება. პატარა ბავშვები, იჩენენ მეტ ცნობისმოყვარეობას და მრავალ შეკითხვებს სვამენ. თავიანთი ეგოცენტრიზმის თანდათანობით დაკარგვის შემდეგ, ისინი რაღაცით თავის  წარმოჩენას გაძლიერებულად ცდილობენ. ენობრივი უნარების განვითარების პროცესში, სხეულებრივი კონტაქტები მეორე პლანზე გადადის, მაშინ ბავშვებს  ეძლევათ რამდენიმე შესაძლო ხერხებით საკუთარი თავის გამოჩენის საშუალება. უფროსი ასაკის ბავშვებში ვითარდება სირცხვილის გრძნობა, მეტწილად, ამის ფაქტორი არის ოჯახი.

ექვსი წლის ასაკში ბავშვები ისევ ძლიერ ცნობისმოყვარეებად რჩებიან, ისინი თანდათან ამჩნევენ, რომ მშობლები მათ კითხვებზე უფრო ნაკლებად რეაგირებენ. მეტის გაგების მიზნით, მათი ყურადღება გადადის თანატოლებზე. უმცროსი ასაკის ბავშვები უფრო ინტროვერტული და მორცხვები ხდებიან. სექსუალურობა იღებს ფარულ ხასიათს, საკუთარი სექსუალურობის მიმართ მათი მორალური განვითარება, იწვევს სირცხვილის გრძნობის უფრო გამძაფრებას. ამ სტადიაზე იწყება სექსუალური თამაშები, რაც შეიმჩნევა 8 წლის ასაკის ბავშვების მესამედში, ეს მაჩვენებელი ასაკთან ერთად მატულობს. ზოგადად, გოგონებში სექსუალური აქტიურობა დაბალია, მაგრამ სექსუალური ინტერესი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ბავშვებს (5 წლისათვის, განსაკუთრებით 7-8 წლის ასაკში) მოსწონთ გენიტალიების სხვებისათვის ჩვენება, მათ სურთ დაინახონ სხვა ბავშვების გენიტალიებიც. ამის მიზეზი არის მიიღონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა. ბავშვთა სექსუალურობა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე საშუალო ასაკის ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში. ის შეიძლება განხილული იქნას, როგორც გრძნობების განვითარების ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და ბიოლოგიური განვითარების ნაწილია.

წყარო: http://1sexology.ru/seksualnoe-razvitie/


1. სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია