სექსუალური განვითარება 10-15 წლის ასაკში

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

♦ წიგნები სექსოლოგიაზე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>


(ჯანმოს ევროპის რეგიონალური ბიუროს და ჯანმრთელობის ფედერალური სასწავლო ცენტრის (კიოლნი, 2010 The Federal Centre for Health Education) მასალების მიხედვით. http://srhhivlinkages.org/wp-content/uploads/2013/04/who_bzga_standards_ru.pdf)

♦ სექსუალური განვითარება  – 10-15 წელი. (პრეპუბერანტული პერიოდის გაგრძელება და პუბერანტული პერიოდის დასაწყისი)

10 და 11 წელი: პრეპუბერანტული პერიოდის გაგრძელება

იწყება სქესობრივი მომწიფება. ძლიერდება სასქესო ჰორმონების სეკრეციას, რაც ვლინდება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ შეგრძნებების და ემოციონალური ხასიათის მკვერთი არამდგრადი  ცვლილებებით. გოგონებში, როგორც წესი სქესობრივი მომწიფება იწყება ორი წლით ადრე, ვიდრე ბიჭებში. მკვეთრი ფიზიოლოგიური ცვლილებები ვლინდება მკერდის ზომების ზრდით და სიმაღლეში მომატებით.

დაახლოებით 10 წლის ასაკში ბავშვებში იზრდება ინტერესი ზრდასრულთა სექსუალურობის მიხედვით. ჩნდება ეროტიკული ფანტაზიები, ისინი ხშირად ისმენენ და ხედავენ ტელევიზიით, ინტერნეტში, წიგნებში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს, რაც აძლიერებს მათ ცნობისმოყვარეობას. მათში შეიძლება გაჩნდეს სირცხვილის გრძნობა და გულგრილობა, როცა უფროსი ადამიანი დაიწყებს საუბარს სექსის შესახებ.

ამ სტადიაში შეიძლება გადადგმულ იქნას სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ პირველი ნაბიჯები: ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან და ფრთხილად კეკლუცობენ ერთმანეთთან (ხელების დაჭერა, ლოყაზე კოცნა და ა.შ.).

12-15 წელი (პუბერტული პერიოდის დასაწყისი)

ამ ასაკში ბიჭების უმრავლესობაში იწყება სექსუალური მომწიფება. იზრდება სათესლე ჯირკვლების და სასქესო ასოს ზომა, იღლიებსა და სახეზე ჩნდება დამახასიათებელი თმიანობა, სიმაღლეში სწრაფი ზრდა, ხმის ტემბრი უფრო დაბალი ხდება. ბიჭებში პირველი ეაკულაცია საშუალოდ 13 წლის ასაკში ვლინდება, რაც მიუთითებს სქესობრივ მომწიფებას და ბავშვის ჩასახვის შესაძლებლობას.

გოგონებში პირველი მენსტურაცია საშუალოდ 12 წლის ასაკში ვლინდება, რაც მიუთითებს მათ სქესობრივ მომწიფებასა და დაორსულების შესაძლებლობას. ბიჭებში მასტურბაცია ხშირი მოვლენა ხდება, ვიდრე გოგონებში.

მოზარდებში შეიძლება აღმოცენდეს გაურკვევლობა სხეულის ზრდასთან დაკავშირებით: „ეს ნორმალურია?“ „სხვებთან შედარებით უფრო ნელა ხომ არ ვიზრდები?“ მოზარდები უნდა შეეგუონ „ახალ სხეულს“, რაც ხშირად იწვევს დაბნეულობას და უხერხულობის გრძნობას.

ახალგაზრდა ადამიანებში ვითარდება საკუთარი სექსუალური  ხასიათის გამოხატულება: ისინი საკუთარ თავში ხედავენ ადამიანს, რომელსაც შეუძლია სექსით დაკავება, ამით აიხსნება თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ. მომხიბვლელობის მხრივ, ისინი ხშირად არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში (პოტენციური პარტნიორის თვალში).

ამ ასაკის ახალგაზრდები ხშირად მგრძნობიარენი არიან სხვების აზრის მიმართ: ისინი შეიძლება თანატოლების გავლენის არეალში მოექცნენ. იწყებენ თანატოლების სექსუალურად აღქმას. ბიჭები და გოგოები თანდათან იგებენ, მოსწონთ ბიჭები თუ გოგოები (სექსუალური ორიენტაცია). ხშირად მათ ერთმანეთი სერიოზულად უყვარდებათ. ისინი ფლირტაობენ და ჩნდება პირველი ურთიერთობა. გროვდება კოცნის და მოფერების გამოცდილება; პეტინგი. წყარო: http://1sexology.ru/seksualnoe-razvitie/


1. სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია..


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page

♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“