ვაგინიზმი – ქალთა „იმპოტენცია“

http://www.medgeo.net/2018/06/26/ვაგინიზმი-ქალთა-იმპოტე/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ვაგინიზმი – ქალთა „იმპოტენცია“

რა არის ვაგინიზმი და როგორია მისი სიმპტომები? ეს არის მძიმე კრუნჩხივითი და უნებლიე საშოს და მენჯის კუნთების შემკუმშვა, რის შედეგადაც სქესობრივ აქტი მტკივნეული და შეუძლებელია. ეს მდგომარეობა არის ე.წ. ქალწულებრივი ქორწინების მიზეზი, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს. მანამ სანამ წყვილი არ მიხვდება, რომ ექიმის დახმარების გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ზოგჯერ ასეთ ქალებში შესაძლებელია დაორსულება. ამ შემთხვევაში სპერმა, ხვდება ქალის საშოს საწყის ნაწილში და გადაინაცვლებს საშვილოსნოში.

ყოველი ათასი ქალიდან ორი იტანჯება ვაგინიზმით. აღსანიშნავია, რომ ზუსტი ციფრის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ვაგინიზმი ყოველთვის არ არის გამოხატული და პაციენტებიც ადექვატურ მკურნალობას ვერ ღებულობენ. ცხადია, რომ ვაგინიზმი ვითარდება ქალის გადაჭარბებული სიმორცხვის გამო, მათ ერიდებათ ამის შესახებ ექიმთან საუბარი. ვაგინიზმისგან თავის დაღწევა შესაძლებელი თუ ცოლ-ქმარი ამას მოინდომებს. ისევე, როგორც ოჯახური პრობლემების დროს, წყვილმა უნდა გაიაროს სპეციალისტთან კონსულტაცია და მკურნალობა.

ვაგინიზმი ვლინდება ყველა ასაკის ქალებში. მსუბუქი შემთხვევებში შესაძლებელია სქესობრივი ცხოვრება, თუმცა ტკივილის დასათრგუნვად დიდი ძალისხმევა არის საჭირო. ვაგინიზმი მქონე ქალებს, სექსუალური ლტოლვა ნორმალურად აქვთ გამოხატული, ამიტომ სქესობრივი აქტის შედეგად სიამოვნების არ მიღება, დიდ უსიამოვნებას იწვევს. ზოგჯერ სასქესო ორგანოებზე შეხებაც კი იწვევს იმდენად მძაფრ რეაქციას, რომ საშოს გარშემო კუნთების შეკუმშვა მომენტალურად ხდება. ასეთ პაციენტებში გარეგანი გინეკოლოგიური მანიპულაციებიც კი შეუძლებელია.

ზოგჯერ ვაგინიზმი არის ფსიქიკური ტრამვის შედეგი (მტკივნეული დეფლორცია, ძალადობა, დეფლორაციის დროს, მამაკაცის უხეში მოპყრობა), ინფექცია, სასქესო ორგანოების ტრამვა ან საშოს კანის დაზიანება. ყველაზე ხშირად კი ვაგინიზმი აღმოჩნდება მეუღლის არადამაჯერებელი ქცევის შედეგად (ფხუკიანობა, ეჭვიანობა, ემოციურად გაუწონასწორებელი მდგომარეობა). გარდა ამისა, ასეთ ქალებში ბავშვობის დროიდან აღენიშნებათ შიშები მაგალითად, სიბნელის მიმართ. ტკივილის შიში ხშირად არის აკვიატებული და შეუღლებულია ემოციურ დაძაბულობასთან.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ახალგაზრდა ქალები ზოგჯერ ცოლად მიჰყვებიან მეგობრებს (კლასელებს), მათ ქმარი ჰგონიათ იდეალური ადამიანი – დამთმობი, რბილი ხასიათის, ტაქტიანი. ზოგჯერ ქმარი ცოლს ძალზე ანებივრებს, უსრულებს ყოველგვარ კაპრიზებს. ქორწინებაში დეფლორაციის გახანგრძლივება არა მხოლოდ აუარესებს ურთიერთობებს, არამედ ქალი რჩება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომელსაც სჭირდება მომატებული მგრძნობელობა იმისათვის, რომ „გაექცეს დაავადებას“. ვაგინიზმი ჩვეულებრივ ვითარდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას. კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა განპირობებულია დეფლორაციის თანმხლები ტკივილის შიშთან. ცალკეულ შემთხვევებში კი ის შეიძლება უეცრად განვითარდეს.

ტკივილები მომავალში იჩენს თავს. შემდეგ კი ვაგინიზმი გინეკოლოგიური გასინჯვების დროსაც ვლინდება. ასეთ მდგომარეობა ზოგჯერ ისეთ ქალებში იჩენს თავს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ სქესობრივ ცხოვრებაზე, მოზარდობის პერიოდში კი შესაძლებელი დედა, მას აშინებდა მშობიარობის ტკივილებით, რის გამოც ფსიქიკამ გამოიმუშავა საოცარი თავდაცვა – „არ იქნება სქესობრივი კავშირები არ დადგება ორსულობა და საშინელი მშობიარობა“.

ვაგინიზმის სამკურნალოდ საჭიროა მოთმინება და მიზანმიმართულობა, მკურნალობაში მონაწილეობას იღებს სექსოლოგი, გინეკოლოგი და ფსიქოთერაპევტი. მკურნალობის მთავარი მეთოდი არის ფსიქოთერაპია, აუტოგენური ვარჯიშები.

ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და მასთან პრობლემა უნდა განიხილოს გულახდილად. რაც უფრო კარგად იქნება აღწერილი ქალის განცდები, მით უფრო გაუადვილდება ექიმის მკურნალობა.

ვაგინიზმით დაავადებული ქალები, ხშირად ყოველგვარ სასიყვარულო ინტიმურ ალერსს გაურბიან, რადგან ის შეიძლება სექსში გადაიზარდოს. ქალებში, სპაზმის პროვოცირება უხეშ სიტყვებსაც შეუძლია. თუ მამაკაცმა იცის ქალის პრობლემების შესახებ, მან უნდა გაცნობიეროს, რომ ქალი ამას შეგნებულად არ აკეთებს. ამიტომ გარკვეული დროით, საჭიროა სექსისგან თავის შეკავება. მამაკაცმა უნდა მოიწონოს ქალის გადაწყვეტილება მიმართოს ექიმებს, რაც მალე მოახდენს მდგომარეობის ნორმალიზაციას.

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან”>>>

სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია>>>

 წყარო:https://natural-medicine.ru/ladyhealth/6978-vaginizm-zhenskaya-impotenciya.html