პაპ ტესტი

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს პაპ ტესტი?

პაპ ტესტი ანუ პაპანიკოლაუსის ტესტი – ეს არის ციტოლოგიური კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მფარავი ეპითელიუმის აღება, შემდგომში მიკროსკოპის ქვეშ შესასწავლად. სპეციალისტი ახდენს უჯრედების ზომის, ფორმისა და მდებარეობის შეფასებას, საზღვრავს ნორმალურ, ატიპიურ და კიბოს უჯრედებს.

–  რისთვის ტარდება პაპ ტესტი?

პაპ ტესტი წარმოადგენს კვლევის მნიშვნელოვან მეთოდს ორსულობის დაგეგმვისას, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისას, მენსტრუალური ციკლის დარღვევისას და სხვა მდგომარეობების დროს. პაპ ტესტი საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბო ადრეულ ეტაპზე, მაშინ როდესაც მკურნალობა იქნება ბევრად უფრო ეფექტური და არსებობს მაღალი შანსი სრული გამოჯანმრთელებისა.
პაპ ტესტი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს არა მხოლოდ ავთვისებიანი უჯრედები, არამედ ანთებითი პროცესებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან სუსტადაა გამოხატული, რომელზეც ქალი არც კი ეჭვობს. ნაცხის აღება ხდება გინეკოლოგის კაბინეტში და იგზავნება ლაბორატორიაში. ერთი კვირის შემდეგ კი მზად გვაქვს პასუხი, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს ქალის ჯანმრთელობა.

–  რა ჩვენებები არსებობს პაპ-ტესტის ჩასატარებლად?

პაპ-ტესტი უტარდება ყველა ქალს 18 დან 65წლამდე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა პაციენტს რაიმე სახის ჩივილები და აღენიშნება თუ არა დაავადებების დამახასიათებელი რაიმე სახის ნიშნები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ქალიშვილები, ვინაიდან ნაცხის აღებისას იდგმება სარკე, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქალწულე აპკს.
პაპ ტესტის ჩატარების აუცილებელი ჩვენებაა სქესობრივი ცხოვრების დაწყება. რისკის ჯგუფებში შედიან ახალგაზრდა გაოუცდელი გოგონები, რომლებმაც ახლახანს დაიწყეს სექსუალური ურთიერთობა მამაკაცთან. ცოტა ხნის წინ გაკეთდა სამედიცინო აღმოჩენა, რისთვისაც ავტორი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით: საშვილოსნოს ყელის კიბოს 99.9% გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსის 16 და 18 შტამებით. ადამიანის პაპილომა ვირუსი გადაეცემა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით.

პაპ-ტესტის ჩატარება რეკომენდებულია:

  • უშვილობის მიზეზის დასადგენად;
  • ორსულობის დაგეგმვის დროს;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს(გვეხმარება ჰორმონალური დარღვევების გამოვლენაში);
  • ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას;
  • თუ გამოვლენილია გენიტალური ჰერპესი, რომელიც იწვევს ეპითელური უჯრედების ცვლილებებს;
  • ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსუქნე;
  • ადამიანის პაპილომა ვირუსის აღმოჩენისას;
  • სქესობრივად აქტიურ ქალებს, რომლებიც ხშირად იცვლიან პარტნიორებს;
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩაყენებამდე;
  • რექპროდუქციულ ორგანოებზე ოპერაციამდე.

♥ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>


–  როგორ ხდება პაპ-ტესზე ნაცხის აღება?

ნაცხის აღებამდე რეკომენდებულია სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება ორი დღის განმავლობაში, არ შეიძლება ვაგნალური მალამოების გამოყენება, არ შეიძლება მოშარდვა პროცედურამდე ორი საათი. ასევე ნაცხის აღება არ შეიძლება იმპაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდ-სასქესო სისტემის მწვავე ანთებითი დაავადება. ასევე მნიშვნელოვანია ციკლის დღე. ყველაზე ინფორმატიულია12-2-დღე. პროცედურის დროს პაციენტი ზის გინეკოლოგიურ სკამზე, სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით ხდება ნაცხის აღება

–  რა შედეგები შეიძლება მივიღოთ პაპ-ტესტის ჩატარებით?

პაპ-ტესტით მიღებული შედეგები იყოფა 5ჯგუფად:

  • განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე(აღმოჩენილია მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიები,მცირე რაოდენობით თხელი ეპითელიუმი, ერთეული ლეიკოციტები);
  • ანთება, გამოწვეული მიკროორგანიზმებით(აღმოჩენილია საფუარი სოკოები, კოკები, ჩხირები, ლეიკოციტების რაოდენობა აღემატება 15ერთეულს);
  • თხელი ეპითელიუმის დისპლაზია(საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე) ან ცილინდრული ეპითელიუმის დისპლაზია(ქალს აგზავნიან მიკრობიოლოგიურ ან ჰისტოლოგიურ კვლევაზე, უნიშნავენ მკურნალობას და სამი თვის შემდეგ კვლავ იღებენ ნაცხს):
  • ატიპიური უჯრედები(პაციენტს აგზავნიან ბიოფსიაზე, კოლპოსკოპიაზე);
  • სიმსივნური უჯრედები(შემდგომი ბიოფსია ადგენს დაავადების განვითარების ხარისხს).

ანალიზის შედეგების გაშიფვრით დაკავებულია გინეკოლოგი. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება ნორმიდან გადახრა, ქალს ენიშნება კონსულტაცია და შემდგომი კვლევები. ატიპიური უჯრედების გარდა, პაპ-ტესტით შეიძლება გამოვლინდეს:

  • ქლამიდიოზი – რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა, ქალს ჩივილები არ აღენიშნება, მაგრამ იწვევს სერიოზულ დაავადებებს;
  • ტრიქომონოზი – ვენერიული დაავადება, რომელიც გამოვლინებებით გავს თეთრად შლასა და ცისტიტს. დროული გამოვლენა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობისათვის მძიმე შედეგების თავიდან აცილებას;
  • საფუარი სოკოები კანდიდა, რომლებსაც მივყავართ ანთებისა და დისპლაზიის განვითარებამდე;
  • გონორეა – რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს უშვილობა.

–  შესაძლებელია თუ არა პაპ-ტესტის ჩატარება ორსულობის დროს?

ორსული ქალებისათვის პაპ-ტესტის ჩატარება არაა რეკომენდებული. ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელი სქელდება და ივსება სისხლით. ძალიან ფაქიზად აღებულმა ანალიზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და ხელი შეუწყოს სპონტანური აბორტის განვითარებას. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ყელის გახსნა. ამიტომ ორსულებში პაპ-ტესტი ტარდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.  


პაპ ტესტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 რას წარმოადგენს პაპ ტესტი?
🔬 პაპ ტესტი ანუ პაპანიკოლაუსის ტესტი – ეს არის ციტოლოგიური კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მფარავი ეპითელიუმის აღება, შემდგომში მიკროსკოპის ქვეშ შესასწავლად.
👩‍🔬 სპეციალისტი ახდენს უჯრედების ზომის, ფორმისა და მდებარეობის შეფასებას, საზღვრავს ნორმალურ, ატიპიურ და კიბოს უჯრედებს.
🧪 პაპ-ტესტი უტარდება ყველა ქალს 18 დან 65 წლამდე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა პაციენტს რაიმე სახის ჩივილები და აღენიშნება თუ არა დაავადებების დამახასიათებელი რაიმე სახის ნიშნები.
⭕️ ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ქალიშვილები, ვინაიდან ნაცხის აღებისას იდგმება სარკე, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქალწულე აპკს.
🔎 პაპ-ტესტის ჩატარება რეკომენდებულია:
✔ უშვილობის მიზეზის დასადგენად;
✔ ორსულობის დაგეგმვის დროს;
✔ მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს;
✔ ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას;
✔ თუ გამოვლენილია გენიტალური ჰერპესი, რომელიც იწვევს ეპითელური უჯრედების ცვლილებებს;
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3ZTkGNu
#პაპტესტი #პაპანიკოლაუსისტესტი #რაარისპაპტესტი #გინეკოლოგი #ვიზიტიგინეკოლოგთან #გინეკოლოგიურიგამოკვლევა #გინეკოლოგიურისარკე #ნაცხისანალიზი #სქესისდაგეგმვა #რეპროდუქტოლოგია #ორსულობისდაგეგმვა #ორალურიკონტრაცეპტივები #გენიტალურიჰერპესი #უშვილობა #უშვილობისმიზეზები #მენსტრუაციისდარღვევა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.