ლაბიოპლასტიკა

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

♦ ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რა არის ლაბიოპლასტიკა?

ლაბიოპლასტიკა – ეს არის ინტიმური პლასტიკური ოპერაცია სასქესო ბაგეების, ზედმეტი ქსოვილის მოსაცილებლად, მათი ფორმის ზომის შესამცირებლად, ჰიპერპიგმენტაციის მოსაცილებლად. პროცედურა ტარდება ესტეტიკური სურვილის მიხედვით, იშვიათად კი სამედიცინო ჩვენებით.

მცირე სასირცხო ბაგეების პლასტიკა დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადია. გარე გენიტალიის კორექცია ხელს უწყობს მიცეს მათ მიმზიდველი ვიზუალი და კოსმეტიკური დეფექტის მოცილება. ამასთან სექსუალური მგრძნობელობა იზრდება კიდეც. პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს კლიტორის პლასტიკასთან ერთად.

–  რატომ მიმართავენ ლაბიოპლასტიკას?

უპირველეს ყოვლისა, ეს პროცედურა მიზნად ისახავს გარე სასქესო ორგანოების ზომისა და / ან ფორმის კორექტირებას. ლაბიოპლასტიკა დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბევერლი ჰილის სილამაზის ინდუსტრიის კლინიკებში ლოს-ანჯელესში.

ქალებში ყველაზე ხშირად გვხვდება მცირე სასირცხო ბაგეების დაგრძელება და ასიმეტრია. გაფართოებულად ითვლება ბაგის ზომა, რომლის ზომაც გვერდებში აღემატება 3-5სმ. ეს მოვლენა, როგორც წესი, თანდაყოლილი ხასიათისაა. ინტენსიური გაჭიმვა სასქესო ორგანოების შეიძლება იყოს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების შედეგი, ან შესაძლოა გამოწვეული იყოს ანდროგენებით(მამაკაცის სასქესო ჰორმონი). აქ ერთადერთი გამოსავალი ლაბიოპლასტიკაა, რადგან გარე გენიტალიის ჰიპერტროფია (ზრდა) ხშირად ხდება ქალისთვის სტრესის სერიოზული ფაქტორი, რის გამოც იგი ფსიქოლოგიური კომპლექსების განვითარებასა და თვითნებური მარტოობის მიზეზს წარმოადგენს.

ბაგეების ელასტიურობის დაკარგვა ან მათი ჩამოკიდება შესაძლოა გამწვეული იყოს მკვეთრი წონის კლებით ან ასაკობრივი ცვლილებებით, მაგრამ შეიძლება იყოს ინდივიდუალური მახასიათებელიც. ამავდროულად, სურვილი გამოიყურებოდე მიმზიდველად თავიდა ფეხებამდე, მათ შორის ბიკინის ზონაშიც, არის ქალის სურვილი ნებისმიერ ასაკში. პაციენტთა უმრავლესობას არ აქვს სამედიცინო ჩვენება ამ პროცედურის ჩასატარებლად, მაგრამ არსებობს ესთეტიკური სურვილები და, როგორც წესი, მთავარია ის, რომ ოპერაციის შემდეგ ბაგეების ზომა არ აღემატებოდეს 2-3სმ. აქედან გამომდინარე, ოპერაციის ჩვენებები უფრო ხშირად არის არა სამედიცინო ჩვენებები, არამედ ესთეთიკური ხასიათის, რომელიც ასახავს ქალის შეხედულებებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მისი გარეგანი სასქესო ორგანოები.

აქედან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში ეს სერვისები სულ უფრო პოპულარული ხდება და ეს მანიპულაცია თავად, სწორი მიდგომისას, არ იწვევს პაციენტებს მნიშვნელოვან უხერხულობას. ქირურგიული ჩარევის გარდა, შესაძლებელია ასევე მათი ფორმის შეცვლა ჰიალურონის მჟავით, ასევე შესაძლებელია კანის გათეთრება ბიკინის ზონაში.



–  როგორ ტარდება ლაბიოპლასტიკა?

აღწერილია ორი ძირითადი მეთოდი.  ერთ-ერთი მათგანი მოიცავს ზედმეტი ნაწილის მოკვეთას, ამ როცედურის დროს ქრება ჰიპერპიგენტაცია და ნაკეცები. მეორე მეთოდი კი გულისხმობს V-ფორმის ნაწილაკების მოცილებას ორივე მხარეს. ამ ტაქტიკის დროს ჰიპერპიგმენტაცია და ნაკეცები რჩება.

აღნიშნული პროცედურა ერთდღიანია, ქალი მოსვლიდან 2-3საათში ტოვებს კლინიკას. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიი ქვეშ და გრძელდება არა უმეტეს ერთი საათისა, პაციენტი არ გრძნობს ტკივილს. არანაირი ნაწიბური არ რჩება პროცედურის შემდეგ, ჭრილობა სწრაფად შუშდება ამ მიდამოში კარგი სისხლისმიმოქცევის შედეგად. რეაბილიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში აუცილებელია პირადი და ინტიმური ჰიგიენის დაცვა, ჭრილობის დამუშავება, რათა გამოირიცხოს დაინფიცირების საფრთხე. რეაბილიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში აკრძალულია სქესობრივი კონტაქტი, საუნის ან აუზის სტუმრობა, ასევე ღია წყალსაცავებში ბანაობა. კარგად შესრულებული პროცედურის შემდეგ ბაგეები არა მარტო ზომაში მცირდება, არამედ რჩება სიმეტრიული.

შედეგად:

  • უმჯობესდება გარეგანი სასქესო ორგანოების ვიზუალი;
  • ქრება დისკომფორტი და დაუკმაყოფილება სექსის დროს;
  • ქრება დისკომფორტი ტანსაცმლის ტარებისას;
  • მარტივდება ინტიმური ჰიგიენის წესების დაცვა;
  • მარტივდება სამედიცინო გამოკვლევა;
  • ქრება ფსიქოლოგიური სტრესი.    გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.