კლიტორის პლასტიკა

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

♦ ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას გულისხმობს კლიტორის პლასტიკა?

კლიტოროპლასტიკა – ეს არის ოპერაცია, რომელიც მიმართულია შემცირებაზე, ასევე მის ქვეშ არსებული კანის ჯიბის ნაწილობრივ ან სრულად მოცილებაზე. კლიტორის კორექცია ტარდება ქალის სურვილის მიხედვით, სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, იშვიათ შემთხვევაში კი კლინიკური გიგანტიზმის გამო, ინტიმური ჰიგიენის გასაუმჯობესებლად და ვიზუალური დეფექტის გამოსასწორებლად.  გამოყენებული მეთოდი შედეგის მისაღწევად განისაზღვრება ექიმიდ მიერ და ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით.

ამგვარად, ამ პროცედურის ძირითადი ამოცანაა – სექსუალური სიამოვნების გაზრდა და ესთეტიკური მხარის გაუმჯობესებაა, რითაც უმჯობესდება ქალის ზოგადი ინტიმური ჯანმრთელობა.



–  როდის არის საჭირო კლიტორის პლასტიკის ჩატარება?

კლიტორის მთავარი და ერთადერთი ფუნქციაა ქალში სქესობრივი კმაყოფილების გამოწვევა. 8000მეტი ნერვული დაბოლოებით, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაწილს სექსუალური კმაყოფილების უმეტეს ქალებში. კლიტორის თავი დაფარულია კანის ნაოჭით – კლიტორის ჩუჩით, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან დამცველობით ფუნქციას. თუმცა ზოგჯერ ის შეიძლება იყოს ძალიან დიდი ან გრძელი, ან არ იწეოდეს უკან ინტიმური კონტაქტის დროს. ეს კი შესაძლებელია გამოწვეული იყოს გენეტიკით, ტრავმით ან მშობიარობით. ზოგიერთ ქალს მიაჩნია, რომ ხშირი მასტურბაციაც იწვევს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ასე არ არის.

ამ იშვიათ შემთხვევებში ამ ნაოჭს შესაძლოა ქონდეს მნიშვნელოვანი ზომები(ე.წ. „კლიტორული ჰიპერტროფია“),  აღნიშნულმა შესაძლოა შექმნას გარკვეული უხერხულობა საცურაო კოსტუმის ან მჭიდრო ტანსაცმლის ტარებისას.

კლიტორის ჰიპერტროფია ხშირად აღენშნებათ ქალებს, რომელთაც ასევე აქვთ გადიდებული მცირე სასირცხო ბაგეებიც. ასეთ შემთხვევაში კლიტორის ნაოჭის შემცირება შესაძლებელია და უმჯობესია ჩატარდეს ლაბიოპლასტიკასთან ერთად. ნერვები, რომლებიც მდებარეობენ კლიტორზე, არ ზიანდება ამ ოპერაციის დროს, შესაბამისად სწორად შერჩეული ოპერაციული მეთოდის დროს, არ არსებობს საფრთხე შეგრძნებების შემცრების.

ძირითად მიზეზებს კლიტორის ნაოჭის მოსაცილებლად მიეკუთვნება:

  • იწვევს პრობლემებს, დაკავშირებულ გარეგნულ მხარესთან და კომფორტთან;
  • მისი სიგრძე, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს პენისი გაქვთ;
  • იმდენად არ მოგწონთ ვულვის ვიზუალი, რომ გერიდებათ მისი ჩვენება და ინტიმური კონტაქტის ქონა;
  • მუდმივად განიცდით დისკომფორტს მისი გაღიზიანებით.

–  რას მოიცავს ოპერაცია?

კლიტორის შემცირების პროცედურა – ეს არის მარტივი ამბულატორიული ოპერაცია , რომლის დროსაც ნაოჭი ქირუგიულად იკვეთება და ცილდება ზედმეტი ქსოვილი. ამ დროს არ შეიძლება მისი სრულად მოცილება – ვინაიდან უნდა შენარჩუნდეს მისი ფუნქცია. მაკორექტირებელი ოპერაციის შემდეგ კლიტორის ზონა ხდება პროპორციული სხეულის დანარჩენი სასქესო ნაწილების და ვუვლის ზოგადი კონტურებისა.

კლიტორზე ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანსთეზიის საშუალებით. ამ დროს პაციენტს არ სძინავს, რადგან არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. პროცედურიდან 1-2დღის განმავლობაში შესაძლოა აღინიშნებოდეს უმნიშვნელო მტკივნეულობს შეგრძნება კორექციის ადგილას, რომელც იხსნება 1-2ტაბლეტი ჩვეულებრივი ტკივილ გამაყუჩებელით.

შედეგად კი ქალი იღებს:

  • სქესობრივი კონტაქტის ახალ ხარისხს;
  • ახალ სექსუალურ შეგრძნებებს;
  • თვითშეფასების ამაღლებას.

ოპერაციის შემდეგ ქალს აღენიშნება:

  • დისკომფორტის და მორიდების არ არსებობა;
  • არ გრძნობთ გაღიზიანებას მჭიდრო ტანსაცმლის ტარებისას;
  • არაფერი გიშლით ხელს ფიზიკური ვარჯიშის შესრულებისას;
  • უფრო ქალურად გამოიყურებით.    გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.