კონტრაცეფცია თუ აბორტი?

არასასურველი ორსულობა და შემდგომი აბორტი, როგორც წესი, ძალიან მტკივნეულია ყველა ქალისათვის. ორსულობის სამედიცინო შეწყვეტა (აბორტი) გარკვეულ ქვეყნებში ლეგალიზებულია, ხოლო დანარჩენებში კი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით. თუ აბორტის საკითხის მორალურ ასპექტებს არ ჩავუღრმავდებით, არსებობს ამ ოპერაციის სამედიცინო და ფიზიოლოგიური შედეგები და გართულებები. ეს საკმარისი უნდა იყოს მის თავიდან ასაცილებლად.

აბორტი  მოიცავს საშვილოსნოს ყელის გახსნას და მის გაფართოებას საშვილოსნოს შიგთავსის ევაკუაციისათვის გამოფხეკის საშუალებით. აბორტის შედეგები შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს.

აბორტმა შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ, სასურველ დაორსულებაზე. შეუსაბამო სამედიცინო პირობებში აბორტის ჩატარება შეიძლება გახდეს ქალის დაინფიცირების მიზეზი, ხოლო არასწორად შესრულებულ აბორტს კი შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული შედეგები მოყვეს.

ამ ოპერაციისთვის ქალი უნდა გათავისუფლდეთ სამუშაოდან, სწავლისაგან ან ყოველდღიური საქმეებისაგან, რაც ნათლად გულისხმობს იმას, რომ მის გარემოცვაში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ ამის შესახებ.

აბორტი – ეს არ არის მარტივი სამედიცინო პროცედურა. ბევრი ქალისთვის, ეს მომენტი ცვლის მის სიცოცხლეს ფიზიკური, ემოციური და სულიერი ასპექტების გამო. ქალების უმრავლესობა, რომლებიც იტანჯებიან აბორტის შემდეგ, ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ წინასწარ ეცოდინებოდათ ამ ასპექტების შესახებ.

კონტრაცეფცია კი საშუალებას იძლევა ბევრად უფრო ადვილად და უსაფრთხოდ იქნას თავიდან აცილებული არასასურველი ორსულობა და ყველა ის სერიოზული შედეგები და რისკები, რომლებიც დაკავშირებულია აბორტთან.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 

ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია