მამაკაცთა კონტრაცეფცია

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

სპერმიციდები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები

სადღეისოდ მამაკაცთა კონტრაცეფციის შემდეგი მეთოდები არსებობს:

შეწყვეტილი სქესობრივი აქტი

ერთ-ერთი ყველაზე არასაიმედოა.  ითვლება, რომ მეთოდის ეფექტურობა არ აღემატება 70% -ს, თითქმის ყოველი მესამე აქტი შეიძლება იყოს საშიში, ვინაიდან მცირე რაოდენობით სპერმა შეიძლება გამოიყოს სქესობრივი კავშირის დასაწყისში. გარდა ამისა, ასეთმა “დაცვამ” შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი დარღვევები ორივე პარტნიორში.

ხელოვნურად გახანგრძლივებული აქტი

ასევე მიეკუთვნება კონტრაცეფციის არასაიმედო მეთოდებს. რა თქმა უნდა, ეს ახანგრძლივებს სიამოვნების მიღებას პარტნიორებში და, როგორც წესი, არ იწვევს ეაკულაციას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას, რადგან სპერმის გათავისუფლება ხდება არა მხოლოდ ორგაზმისას, არამედ გამოიყოფა საპოხ მასასთან ერთად. გარდა ამისა, ამ მეთოდის ხშირად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია და ჯანმრთელობის პრობლემები კაცში (არტერიული წნევის მატება და თავის ტკივილი).

„სამურაის კვერცხი“

ცხელი სათესლეები – კაცის დროებითი სტერილიზაციის ძველი იაპონური მეთოდია, სათესლეებში ტემპერატურის მატების გზით, რომელიც მიიღწევა ყოველდღიური ცხელი აბაზანებით 46.60 C 45 წუთის განმავლობაში დღეში ერთი თვის მანძილზე. სათესლეების გადახურებისას ირღვევა სპერმატოზოიდების გამომუშავება. სხვათა შორის, იგივე ეფექტი მიიღება, თუ დღეში 4 საათის განმავლობაში მანქანას საჭესთან იჯდებით. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, კაცი თითქმის 6 თვე სტერილური ხდება. შემდეგ ყველაფერი აღდგება იმავე მოცულობით, მაგრამ … ვითარდება კიბოს განვითარების საშიშროება.

კონდომი

კონდომი, იგივე პრეზერვატივი, იდეალური ვარიანტია კაცებისათვის.  თანამედროვე ტექნოლოგიები გთავაზობთ მაღალი გამძლეობისა და ულტრა თხელი ლატექსის კონდომებს, სხვადასხვა სიგრძით, ფერითა და არომატით. თუმცაღა კონდომი შეიძლება გაიხეს. მისი გამოყენება გარკვეულ უნარს მოითხოვს.

მამაკაცის ჰორმონული კონტრაცეპტივები

მათ მიეკუთვნება ანდროგენებისა და ანტიანდროგენების (ტესტოსტერონის დიდი დოზები) შემცველი პრეპარატები, რომლებიც იწვევენ აზოოსპერმიას და დროებით უშვილობას. ამ პრეპარატების ბოროტად გამოყენებამ შესაძლებელია მამაკაცებში სიმსივნური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.

მამაკაცის კონტრაცეპტული მოქმედების კანქვეშა იმპლანტი

ანდროგენების შემცველი ამპულა ქირურგის მიერ იმპლანტირდება კანქვეშ, სადაც იწოვება 2-4 კვირის განმავლობაში. ორგაზმის დროს გამოიყოფა მცირე რაოდენობით „განეიტრალებული“ სპერმა. ეფექტი გრძელდება დაახლოებით 3-5 თვის განმავლობაში. ხანდახან თან ახლავს არც თუ ისე სასიამოვნო გვერდითი ეფექტები (თავის ტკივილი, გენიტალური ორგანოების კრუნჩხვები და ა.შ.). მიმდინარეობს უფრო სრულყოფილი საინექციო საშუალების შემუშავება  – 1 ინექცია ყოველწლიურად ან ყოველთვიურად.

ციპროტერონ-აცეტატის შემცველი კონტრაცეპტული პრეპარატები

ეს არის ორალური კონტრაცეპტივები, მხოლოდ მამაკაცისათვის. პრეპარატის მუდმივი გამოყენება დროებით სტერილიზაციასა და სპერმის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ, სპერმის მოცულობა აღდგება, თუმცა გაუგებარია რამდენ ხანში შეძლებს განაყოფიერებას.

ესტროგენებისა და ანდროგენების შემცველი კონტრაცეპტული პრეპარატები

ეს ტაბლეტები ხელს უწყობენ სექსუალური სურვილის ზრდას და ამავდროულად ამცირებენ სპერმის ხარისხს. მისი გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში, მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში კეთდება შესვენება. პრეპარატის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები: ფსიქიკური დარღვევები, შემცირებული ტონუსი და ცხოვრებისეული ინტერესის დაკარგვა.

ვაზექტომია

ამ მეთოდის დროს ხდება თესლგამომტანი სადინრების გადაკვანძვა, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას. იდეალური საშუალებაა სქესობრივი სისუსტის სამკურნალოდ, პროსტატის სიმსივნის მოკვეთის შემდეგ ანთებითი ცვლილებების პრევენციისათვის.

ვაზორეზექცია

ეს ოპერაცია გულისხმობს თესლგამომტანი სადინრების გადაკვეთას, რომლების საშუალებითაც სპერმა გამოთავისუფლდება ორივე სათესლე ჯირკვლიდან. მისი ჩატარებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მამაკაცი აბსოლუტურად უნაყოფო ხდება. ადრე, ვაზექტომიის ძირითადი მინუსი იყო ის, რომ მამაკაცი კარგავდა განაყოფიერების უნარს მთელი ცხოვრების მანძილზე. სადღეისოდ შემუშავებულიაე. წ.  „შექცევადი ვაზექტომიის“ ოპერაცია, როდესაც გადაკვეთილი თესლგამომტანი სადინრები კვლავ იკერება და მამაკაცი კვლავ ხდება განაყოფიერების უნარის მქონე; შვილის ყოლის უნარი 90% აღდგება.

არსებობს ასევე ალტერნატიული მეთოდი, როდესაც თესლგამომტან სადინრებში ათავსებენ სპეციალურ მინიატურულ სარქველებს, რომელიც სურვილისას შეიძლება გაიხსნას და შემდგომ კვლავ დაიხუროს, მცირე ქირურგიული ოპერაციის საშუალებით.

აღდგენითი ვაზექტომია – რბილი რეზინის საცობების საშუალებით, რომლებიც ხელს უშლიან სპერმის მოძრაობას. ტარდება ქირურგიული ჩარევით და შეიძლება მათი მოცილება.

პოლიურეთანის საცობი

თესლგამომტან სადინრებში შეყავთ ნივთიერება, რომელიც მყარდება და იძლევა კონტრაცეპტიულ ეფექტს.

მამაკაცის სპირალი

სპირალი მამაკაცის კონტრაცეფციის ჯერ-ჯერობით მცირედ ცნობადი სახეა. კაცის სპირალი წააგავს მინიატურულ ქოლგას, რომელიც შეყავთ პენისის თავში. სპირალის ბოლოში მოთავსებულია გელი, რომელსაც გააჩნია სპერმიციდული ეფექტი.

და ბოლოს, კონტრაცეფციის საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია მამაკაცმა გაიაროს კონსულტაცია ექიმ-ანდროლოგთან.


webმამაკაცთა კონტრაცეფცია
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!