სექსის შემდგომი კონტრაცეპტივები

სექსის შემდგომი (პოსტკოიტალური) ჰორმონული კონტრაცეპტივები ეპიზოდური გამოყენებისათვის

არსებობს სიტუაციები, როდესაც ჩასახვის საწინააღმდეგო ღონისძიებების მიღება ხდება უკვე სქესობრივი კონტაქტის შემდგომში. გადაუდებელი სექსის შემდგომი ანუ პოსტკოიტალური კონტრაცეფცია ტარდება დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ (1-3 დღის განმავლობაში), რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი ორსულობა.

გადაუდებელი კონტრაცეფციისათვის ჩვეულებრივ გამოიყენება ჰორმონული მეთოდები (ანტიგესტაგენები, გესტაგენები) ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია (საშვილოსნოსშიდა საშუალების შეყვანა).

სექსის შემდგომ (პოსტკოიტალურ) გადაუდებელ კონტრაცეფციას მიმართავენ მაშინ, როცა:

  • მოხდა გაუპატიურება;
  • მოხდა დაუცველი სქესობრივი კავშირი;
  • არასწორად მოხდა შეწყვეტილი სქესობრივი აქტი;
  • სქესობრივი კავშირის დროს დაზიანდა კონდომი;
  • სხვა მსგავსი სიტუაციები.

♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >> 

ქალის კონტრაცეპტივები >>
პრეზერვატივები >> 
ლუბრიკანტები >> 
სპერმიციდები >>


გადაუდებელი კონტრაცეფციის დროს, პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ მოხმარების ინსტრუქციას. უნდა გახსოვდეთ, რომ ხშირი სქესობრივი აქტის დროს პრეპარატის ეფექტურობა მცირდება.

სექსის შემდგომი (პოსტკოიტალური) გადაუდებელი ჰორმონული კონტრაცეფციის პრეპარატების მიღების შემდეგ:

  • მომდევნო მენსტრუაცია შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე ან გვან;
  • მენსტრუალური გამონადენი შეიძლება იყოს უფრო უხვი, ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა;
  • აუცილებლად მიმართეთ ექიმს მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე გამოსაკვლევად, კონსულტაციისას აუცილებლად უთხარით რომ გამოიყენეთ გადაუდებელი კონტრაცეფცია;
  • თუ გადაუდებელი კონტრაცეფციის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ არ დაგეწყოთ მენსტრუაცია, ან გაგიჩნდათ ორსულობის ნიშნები – დაუყოვნებლივ მიმართეთ მეან-გინეკოლოგს;
  • მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილის გაჩენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ გინეკოლოგს;
  • მომდევნო მენსტრუაციამდე გამოიყენეთ ბარიერული მეთოდები (კონდომი).

სექსის შემდგომი (პოსტკოიტალური) გადაუდებელი ჰორმონალური კონტრაცეფციის უკუჩვენებები:

  • თრომბოემბოლია და წარსულში საშვილოსნოს სისხლდენები;
  • მძიმე ღვიძლის დაავადება;
  • თავის ტკივილის მწვავე შეტევა(შაკიკი);
  • ასაკი 35 წელს ზევით;
  • ხანგრძლივი მწეველი.

სექსის შემდგომი კონტრაცეპტივებისექსის შემდგომი (პოსტკოიტალური) გადაუდებელი ჰორმონალური კონტრაცეფციის შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • თავის ტკივილი;
  • ტკივილი სარძევე ჯირკვლებში;
  • მუცლის ტკივილი;
  • მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა დარღვევები;
  • თრომბოზი.

სექსის შემდგომი კონტრაცეფციის გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მცირდება, ან მთლიანად ქრება ორი დღის განმავლობაში.

ნაყოფზე ჰორმონის შესაძლო დამაზიანებელი (ტერატოგენული) ეფექტის გამო, წარუმატებელი გადაუდებელი კონტრაცეფციის შემთხვევაში და ორსულობის დადგომისას, რეკომენდებულია სამედიცინო აბორტის ჩატარება.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფცია

.