ჰორმონული კონტრაცეპტივები მუდმივი პერორალური გამოყენებისათვის

პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივები შეიცავენ ესტროგენისა და პროგესტინის კომბინაციას, ან მხოლოდ პროგესტინს. ცნობილია ერთი-, ორი- და სამ-ფაზიანი კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატები.

ჰორმონული კონტრაცეპტივების მოქმედების ძირითადი მექანიზმი ოვულაციის დათრგუნვაა. როგორც ესტროგენები, ასევე პროგესტერინი აფერხებენ გონდოტროპინის სინთეზს და თრგუნავენ ოვულაციას. ამ დროს საშვილოსნოს ყელის ლორწო ხდება სქელი და საკმაოდ ბლანტი, რაც ხელს უშლის სპერმის გადაადგილებას საშვილოსნოს ყელის არხში.

გარდა ამისა, პროგესტინების ზემოქმედებით ენდომეტრიუმი ხდება ბრტყელი და არააქტიური, ანუ არ არის მზად ბლასტოცისტების იმპლანტაციისათვის.

მუდმივი პერორალური გამოყენების ჰორმონული კონტრაცეპტივების გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია –  პრეპარატის ძალიან დაბალი დოზების გამოყენებისას ხშირად აღინიშნება სისხლდენა ან ამენორეა. ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, თავის ტკივილი, წონის მომატება და სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა. აღნიშნული ჩივილები ჩვეულებრივ, ქრება ტაბლეტების მიღებიდან ორი ან სამი ციკლის შემდეგ.


ჰორმონული კონტრაცეპტივები ♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 

ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
ინტერნეტ-მაღაზიები


ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფცია

.