A313 მალამო / A313

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

A313 მალამოს საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რეტინოლის პალმიტატი/retinol palmitate

A313 მალამოს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კანის დამცავი საშუალება (დერმატოლოგია)


A313 მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


მოქმედი ნივთიერება: სინთეთიკური A ვიტამინი (კონცენტრატი)  ზეთოვანი სახით 200 000 სე 100 გ მალამოში.

შემადგენლობა:
ნივთიერება: სინთეთიკური A ვიტამინი (კონცენტრატი)  ზეთოვანი სახით 200 000 სე 100 გ მალამო
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 400. მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80.

გამოშვების ფორმამალამო 50 გ ტუბი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი A გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება. კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირების გზით ხელს უწყობს კანზე არსებული ჩანაჭდევების ამოვსებას დანაოჭების გადასწორებას. კანს ანიჭებს ჯანსაღ ელფერს, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაქრობას.  მალამო A313 უზრუნველყობს კანის ღრმა შრეების დატენიანებას და ამავდროულად იწვევს ეპიდერმისის (ზედა შრის) გამოშრობას და ამის გამო გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.

ჩვენება:
· აკნეს შემდგომი ნაწიბური
· ეგზემის მშრალი ფორმები
· პერორალური დერმატიტი
· მშრალი კანი მიდრეკილი ნახეთქებისკენ
· კუპეროზები

დოზირება და მიღების წესი:
გამოიყენება კანის ზედაპირზე ერთხელ ან ორჯერ დღეში

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.არ გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში რადგან დედის რძესთან ერთად პრეპარატი შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს.

განსაკუთრებული მითითებები:
A ვიტამინის სისხლში შეწოვის რისკის გამო მოერიდეთ მალამოს კანის დიდ ფართობზე გამოყენებას, ასევე არ გამოიყენოთ იგი ოკლუზიური სახვევების ქვეშ, დაზიანებულ კერძოდ დამწვარ კანზე, ლორწოვან გარსებზე დღენაკლულებსა და მცირეწლოვან ბავშვებში. არ გამოიყენოთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაგდან არსებობს აქტიური ნივთიერებების სისხლში შეწოვის რისკი

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია კოლოფზე.

გამოშვების ფორმა: 200 000 ს.ე. 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: FARDI MEDICALS, დიდი ბრიტანეთი 

გაფრთხილება