GUNA-HANDFOOT (ნატუროპათი) / GUNA-HANDFOOT (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

GUNA-HANDFOOT (ნატუროპათი)-ს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
სახსრების, მყესების, მტევნების და ტერფების სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.


GUNA-HANDFOOT (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები: Arnica montana 4X, Viola odorata 6X, Anti interleukin 1 alpha 4C, Anti interleukin 1 beta 4C, Beta-Endorphin 4C, Caulophyllum thalictroides 12X; Benzoicum acidum 6X, Cimicifuga racemose 10X, Ledum palustre 6X, Mercurius solubilis 8X.
არააქტიური კომპონენტი: ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი.
Guna-Handfood-ის თერაპიული ბირთვები

1. ფსიქო-ნეირო-ენდოკრინო-იმუნოლოგიური ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი β-Endorphin 4C – ტკივილგამაყუჩებელი ნეირომედიატორი. აქვეითებს ტკივილის აფერენტულ იმპულსაციას ზურგის ტვინის უკანა რქების და ცენტრალური ქერქქვეშა სტრუქტურების დონეზე. აძლიერებს ენდოგენური ბეტა-ენდორფინის სინთეზს და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
2. ანთების საწინააღმდეგო ბირთვი Anti IL 1 α da β 4C აქვეითებს პროანთებითი ციტოკინების და ანთების აგენტების – ციკლოოქსიგენაზას 2-ის, E2 prostaglandinis
და აზოტის ოქსიდის სინთეზს.
3. ტკივილგამაყუჩებელი ბირთვი ამ ბირთვის ორი კომპონენტი ახდენს ტკივილის კუპირებას, აქვეითებს სისხლძარღვოვანი ხასიათის ანთებას (Arnica) და პოდაგრული
წარმოშობის მწვავე სიმპტომებს (Coulophyllum).
4. ანტიდეგენერაციული ტკივილის ბირთვი ამ ბირთვის კომპონენტები (Viola odorata, Mercurius solubilis da Cimicifuga racemosa) ამცირებს მტევნის და ტერფის სახსრებში დეგენერაციული ეტიოლოგიის ტკივილს. Viola odorata-s tropizmi და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განსაკუთრებით გამოხატულია მაჯის სახსრის მიმართ.
5. ანტიპოდაგრული ბირთვი Ledum palustre და Acidum benzoicum აქვეითებს შარდმჟავას დონეს და ახდენს ორგანიზმში მისი ცვლის მოდულირებას, აყუჩებს ტკივილს პოდაგრის დროს.

ჩვენებები დანიშვნისათვის:
მტევნების და ტერფების სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა.
თითების ოსტეოართროზი (GUNA-POLYARTRITIS-თან ერთად).
ცერა თითის რიზოართროზი (ფორესტიერის დაავადება). ხანგრძლივი იმობილიზაციით გამოწვეული ართროზული ტკივილი. წვრილი სახსრების მეტაბოლური და აუტოიმუნური დაზიანება. მტევნის გვირაბის სინდრომი (GUNA-NEURAL-თან ერთად). დე კერვენის დაავადება (GUNA-NEURAL-თან ერთად). მორტონის დაავადება (GUNA-NEURAL-თან ერთად). მტევნების/ტერფების რევმატოიდული ართრიტი (GUNA-POLYARTHRITIS-თან ერთად). მტევნის/ტერფის მყესების ტკივილი გამოწვეული ხანგრძლივი იმობილიტკივილის ზაციით (თაბაშირის ხანგრძლივ ტარებასთან დაკავშირებული მყესების ტკივილი).

გამოშვების ფორმა: 2მლ ამპულა #10; #5

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება