K2F DIA და K2M DIA (ნატუროპათი) / K2F DIA (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

K2F DIA და K2M DIA (ნატუროპათი)-ს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

პრეპარატების მესამე ჯგუფს უწოდებენ K2F-DIA-ს (ქალებში) და K2M-DIA-ს (მამაკაცებში).
ეს პრეპარატები გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის ტიპი I (ინსულინდამოკიდებული) მკურნალობის დროს როგორც დამხმარე საშუალება. ერთი შეხედვით შენიშნავთ, რომ ისინი გაერთიანებულია ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური პრეპარატების კლასიკურ ბირთვთან, ოლიგოელემენტებით (თუთია, ნიკელი და კობალტი) და ორგანოპრეპარატებით (ღვიძლი, გული და ფილტვები). ეს უკანასკნელი პრეპარატები შეირჩა იმის გამო, რომ ორგანოპრეპარატებს (აკუპუნქტურის ხუთი ელემენტის კანონის შესაბამისად) კუჭქვეშა ჯირკვლის ენერგიის რეგულირების უნარი გააჩნიათ.


K2F DIA და K2M DIA (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


დოზირება და მიღება: 10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში

მნიშვნელოვანი შენიშვნა:
K2F DIA და K2M DIA ინსულინის შემცვლელი არ არის. ამიტომ, ახალი და ნაწილობრივი აუტოიმუნური დარღვევებით გამოწვეული ფიზიოპათოლოგიური მდგომარეობის და დადასტურებული შაქრიანი დიაბეტის ტიპი I -ის დროს K2F DIA-სა და K2M DIA-ს გამოყენების შესაძლებლობები შეზღუდულია. ასეთ შემთხვევაში ინსულინოთერაპია უნდა გაგრძელდეს კლასიკური მეთოდით, ხოლო ინსულინის დოზის შემცირება მოხდეს გლიკემიური დონის დაქვეითების შემდეგ.

გამოშვების ფორმა: წვეთები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA, იტალია

გაფრთხილება