L-კარნიტიტინ / L-carnititin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

L-კარნიტიტინის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოკარნიტინი/levocarnitine

L-კარნიტიტინის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები


L-კარნიტიტინ  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
თითოეული  კაფსულა შეიცავს 500 მგ ლ-კარნიტინ ტარტრატს

რა არის  კარნიტინი ?
ლ-კარნიტინი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესის ნორმალიზებისთვის. ის უზარმაზარ როლს თამაშობს ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის გამომუშავების და იმავდროულად ცხიმების მეტაბოლიზმის თვალსაზრისით.
ლ-კარნიტინი წარმოადგენს ე-ვიტამინის მაგვარ ნივთიერებას, რომელიც გამომუშავდება ფიზიოლოგიურად ჩვენს ორგანიზმში და გვხვდება ყველა ქსოვილში. მისი აღმოჩენა შესაძლებელია გულისა და ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლსა და თავის ტვინში. თუმცა ორგანიზმში წარმოიქმნება ლ-კარნიტინის აუცილებელი დოზის მხოლოდ 10%. ლ-კარნიტინის საჭირო რაოდენობა შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა პროდუქტებით(ხორცი, კვერცხი, და მცირე რაოდენობით რძის ნაწარმით) ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით. გამოკვლევები მოწმობს, რომ ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება ლ-კარნიტინზე საშუალოდ შეადგენს 500-დან 1000 მგ-ს.  ამ ნივთიერებაზე მოთხოვნა საგრძნობლად მატულობს ძლიერი ფიზიკური დატვირთვის და სტრეული სიტუაციის დროს და 1500-2000მგ-ს უტოლდება, სპორტსმენების შემთხვევაში კი 5000მგ-ს აღწევს.
ადამიანის ორგანიზმში ლ-კარნიტინის მთავარ ფიზიოლოგიურ დანიშნულებას წარმოადგენს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება უჯრედული მემბრანის გავლით მიტოქონდრიულ მატრიქსში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა(ე.წ. წვა) და ენერგიის გამონთავისუფლება. პრეპარატს გააჩნია დამტკიცებული ეფექტურობა ცხიმის(წონის) შესამცირებლად ორგანიზმში. განსაკუთრებით ეფექტურია ლ-კარნიტინის მიღება კვების დაბალანსების და მცირე ფიზიკური ვარჯიშის ფონზე.
ლ-კარნიტინის გავლენით უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი და აქტიურდება სხვადასხვა გენეზის სტრესით გამოწვეული უარყოფითი რეაქციების შედეგების კორექტირება და აღდგენითი პროცესები.
ლ-კარნიტინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადუნარიანობას და აუმჯობესებს მის ენერგომომარაგებას.
ლ-კარნიტინი როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან.

ლ-კარნიტინის ჩვენებები:

  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას(რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის დროს და ა.შ.)
  • აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას
  • წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს
  • აძლიერებს კუნთოვან ძალას და ასტიმულირებს ცხიმების წვას
  • აუმჯობესებს გულის კუნთის ენერგომომარაგებას
  • დადებით გავლენას ახდენს სექსუალურ აქტივობაზე

დოზირება:
რეკომენდებულია 1-2 კაფსულის მიღება დღეში (1 კაფსულა ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის წინ და 1 კაფსულა 1სთ-ით ადრე დაძინებამდე მშიერ კუჭზე).

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ წარმოადგენს სრულფასოვანი კვების ალტერნატივას.

გამოშვების ფორმა: 500 მგ კაფსულა #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: სოფარმა, ბულგარეთი

გაფრთხილება