აგნუსკასტ პლიუსი – Agnus Castus Plus

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

2 კაფსულის შემადგენლობა:
Vitex agnus castus d.e 300 მგ
Green tea d.e of  of which poliphenols
200 მგ
80 მგ
Broccoli d.e 120 მგ
Kudzu d.e
Equal to isoflavones
150 მგ
60 მგ
აგნუსკასტ პლიუსი – Agnus Castus Plus-ის ფარმაკოლოგიური თვისებები:
Vitex agnus castus აბრაამის ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ე.წ ლაქტოგენური უჯრედების დოფამინურ -2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციას. აღადგენს ფიზიოლოგიური გონადოტროპინის სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს.
ექსტრაქტის აქტიურ კომპონენტებს აქვს გამაწონასწორებელი ეფექტი პროლაქტინის დონეზე, ანუ რეგულაცია დამოკიდებულია საწყის მდგომარეობაზე და პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევაში სეკრეცია მატულობს, მაღალი მაჩვენებლისას კი მისი გამოყოფა ინჰიბირდება.

Green teaმწვანე ჩაის ხის ექსტრაქტი გამოირჩევა მრავალი თვისებებით: ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, კარდიოპროტექტორული, ანტიათეროგნული, ანტივირუსული, ანტიპროლიფერაციული.
ანტიოქსიდანტური თვისება: მწვანე ჩაის ექსტრაქტში შედის პოლიფენოლები, ფლავანოიდი კვერცეტინი, ვიტამინი Cდა E. ისინი ახდენენ თავისუფალი რადიკალების შებოჭვას და უჯრედის ციტოპროტექტორული თვისების გააქტივებას.
ანტიკანცეროგენული თვისება: ეს არის მწვანე ჩაის ყველაზე კარგად შესწავლილი თვისება. მრავალი კვლევებით დადგენილია მის ექსტრაქტში შემავალი კატექინების ეფექტურობა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის, შარდის ბუშტის სიმსივნის მკურნალობის დროს. მწვანე ჩაის ექსტრაქტი მოქმედებს კანცეროგენეზის რამოდენიმე ეტაპზე: იგი ხელს უშლის სიგნალის ტრანსდუქციას (გადაცემას) სიმსივნური უჯრედის შიგნით, რაც აფერხებს სიმსივნური უჯრედის პროლიფერაციას. ააქტივებს სიმსივნური უჯრედის აპოფტოზს (კვდომას). ამცირებს ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორის ექსპრესიას (გამომჟღავნება), რითაც აბლოკირებს ანგიოგენეზს სიმსივნურ ქსოვილში. აქედან გამომდინარე მწვანე ჩაის კატექინები აბლოკირებენ სიმსივნის ზრდას.
ანტიპროლიფერაციული თვისება: მწვანე ჩაის ექსტრაქტში შემავალი ეპიგალოკატექინ-
3-გალატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ენდომეტრიოზის,საშვილოსნოს მიომის,
ადენომიოზი და დიფუზური ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის დროს. აღადგენს
დარღვეულ ბალანსს პროლიფერაციასა და აპოფტოზს შორის, აბლოკირებს ენდოთელიუმის
ზრდის ფაქტორის ექსპრესიას და ნეონგიოგენეზს. ასევე აინჰიბირებს ენდომეტრიუმის
უჯრედის ინვაზიას და მოქმედებს ენდომეტრიოზის და ადენომიოზის განვითარების
მექანიზმზე.
Broccoli d.e
ბროკოლის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია ინდოლ-3-კარბინოლი.
მას აქვს უნარი გარდაქმნას ესტროგენის აქტიური ფორმა, რომელიც იწვევს სიმსივნის განვითარებას, არატოქსიურ დაშლის პროდუქტად. ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის ნორმალიზებას და აკონტროლებს უჯრედის ანომალურ ზრდას მიომატოზისა და ენდომეტრიოზის დროს.
სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დისპლაზიის მალიგნიზაცია დამოკიდებულია სარძევე ჯირკვლის პროლიფერაციაზე. ძირითადი ფაქტორი, რომელიც იწვევს სარძევე ჯირკვლის პროლიფერაციას არის ესტროგენის მატება, როგორც სისხლში ასევე თვითონ სარძევე ჯირკვალში. ესტროგენის დონის მატება იწვევს დოფამინის დონის შემცირაბას, რასაც მივყავართ ჰიპერპროლაქტინემიამდე, ხოლო პროლაქტინის მატება იწვევს სარძევე ჯირკვლის უჯრედის პროლიფერაციას. ესტროგენი იწვევს ენდოთელიური ზრდის ფაქტორის სტიმულაციას, რაც იწვევს სიმსივნური უჯრედის ზრდას.
კვლევებით დადგინდა, რომ ინდოლ-3-კარბინოლი გამოიყენება კომპლექსურ მკურნლობაში სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დისჰორმონალური დისპლაზიის დროს. იგი კარგად აიტანება რეპროდუქციულ, პრეკლიმაქტერული და კლიმაქტერული ასაკის ქალებში. ასევე აქვს გამოხატული ეფექტურობა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური მდგომარეობების დროს.

Kudzu d.e კუძუ (პუერარია)
შემადგენლობა: იზოფლავანოიდები (დაიდზეინი, ტექტორიგენინი, პუერარინი)
მასში შედის იზოფლავანიოდები, რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას, გამოწვეულს ჰორმონული დისფუნქციით. კერძოდ იგი შეიცავს პუერარინს, რომელსაც უნარი აქვს შეაფერხოს სიმსივნის ზრდა, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნისაც.


აგნუსკასტ პლიუსი – Agnus Castus Plus აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
ყვითელი სხეულის უკმარისობა;
უნაყოფობა, დაკავშირებული ჰიპერპროლაქტინემიასთან;
სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია);
პრემენსტრუალური სინდრომი, მიმდინარე შეშუპებით, მცირე მენსტრუაციით ან მისი
არარსებობით;
ანოვულატორული ციკლი;
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების
შემდეგ;
კლიმაქტერული სინდრომი.

მოხმარების წესი და დოზირება:
მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ, ერთსადაიმავე დროს. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 თვეს.

გამოშვების ფორმა: კაფსულა 30

გაფრთხილება