ადიპინი – ADIPIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა: ამლოდიპინი/AMLODIPINE

ადიპინი – ADIPIN-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის არხების ბლოკატორი. ჰიპოტენზიური საშუალება.


ადიპინი – ADIPIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური მოქმედება: III თაობის კალციუმის არხების ბლოკატორი. ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვთა კედლის გლუვ კუნთებზე მისი პირდაპირი ზემოქმედებით, ხოლო ანტიანგინალური ეფექტი – პერიფერიული არტერიოლების გაფართოებით, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებას, ისე, რომ არ ხდება რეფლექტორული ტაქიკარდიის წარმოქმნა. ყოველივე ამის შედეგად, მცირდება მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე და ენერგიის მოხმარება. მეორე მხრივ, ამლოდიპინი აფართოებს მიოკარდიუმის ინტაქტური და იშემიური უბნების მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებსა და არტერიოლებს, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას და ამით ხელს უწყობს კორონარული არტერიების სპაზმის დროს მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას.

ფარმაკოკინეტიკა: შინაგანი მიღებისას პრეპარატი ნელა და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა – 60-65%; მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა საშუალოდ 6-12 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 97-98%. T1/2 შეადგენს 35-50 სთ-ს. ამლოდიპინი მეტაბოლიტების (60%) და შეუცვლელი სახით (10%) გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.

ჩვენება:

  • არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაშიც)
  • სტაბილური სტენოკარდია
  • არასტაბილური სტენოკარდია (მათ შორის – პრინცმეტალის სტენოკარდია)
  • გულის უკმარისობა.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული შეშუპება, გულისცემის გაძლიერება, სახის წამოწითლება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება.
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა.

უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობა
  • აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი
  • გულის მძიმე უკმარისობა
  • არტერიული ჰიპოტონია
  • ტაქიკარდია
  • კოლაფსი
  • სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკი
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირა
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
  • ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მოქმედება პედიატრიაში შესწავლილი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტები და თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები დოზის შემცირებას არ საჭიროებენ. ადიპინით დასაშვებია როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნა.

ზედოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს არტერიული ჰიპოტონია. მკურნალობა გულისხმობს შემდეგს: კუჭის ამორეცხვა, სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებისა და კალციუმის გლუკონატის შეყვანა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ადიპინის მიღება უსაფრთხოა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ამფ-ის ინჰიბიტორებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. დიდი სიფრთხილით ინიშნება ადიპინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების კომბინაცია მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს. ადიპინი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. იგი ვარგისიანია 3 წელი.

გამოშვების ფორმა, შეფუთვა: შემოგარსული ტაბლეტები. ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ ან 10 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10-10-ტაბლეტიანი 3 ცალი ბლისტერი.

მწარმოებელი: საქართველო  

გაფრთხილება