ავიტინი – AVITIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

თმებისა და ფრჩხილებისათვის კაფსულები


ავიტინი – AVITIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობათითოეული კაფსულა შეიცავს:

ვიტამინი B1 60მგ
კალციუმის პანთოტენატი 60მგ
პარა – ამინობენზოის მჟავა 30მგ
საფუარი 130მგ
L – ცისტინი 20მგ
ჰიდროლიზებული კერატინი 20მგ

დამხმარე ნივთიერებები: ავიცელი PH 102, აეროსილი 200, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ავიტინი სპეციალურად შემუშავებული ფორმულაა თმის ცვენის, ფრჩხილების მტვრევადობის პრევენციისათვის და ფრჩხილების ზრდის სტიმულირებისათვის.
ავიტინი ამაგრებს ტეხვად ფრჩხილებსა და სუსტ თმებს, მათ ანიჭებს სიცოცხლის ძალასა და ბზინვარებას.
ავიტინი შედგება სპაციალურად შერჩეული კომპონენტებისაგან, რომელთა კომბინირებული მოქმედება იძლევა თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღის, სიძლიერის, სიგრძისა და სილამაზის გარანტიას.

ვიტამინი B1 მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედებს უზრუნველყოფენ საჭირო ენერგიით.

კალციუმის პანთოტენატი აუცილებელია აცეტილქოლინის სინთეზისათვის, რომელიც მონაწილეობს კანის სისხლით მომარაგებაში, თმის ფოლიკულებისა და ფრჩხილის ბუდის კვებაში.

პარა ამინობენზოის მჟავა (პაბა) მონაწილეობს ფოლის მჟავის სინთეზში, რომელიც აუცილებელია უჯრედების რეპროდუქციისათვის, რიბონუკლეინის მჟავას და ცილის სინთეზის ჩათვლით.

საფუარი B ჯგუფის ვიტამინების, ბიოტინის, ფოლის მჟავის, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების, მათ შორის, თუთიისა და ქრომის მდიდარი წყაროა, რომლებიც აუცილებელია კანის სიმრთელისა და თმისა და ფრჩხილების ნორმალური ზრდისათვის.

L – ცისტინი ასტიმულირებს თმის ზრდას, ზრდის თმის ბოჭკოს დიამეტრს და ახდენს თმის ცვენის პრევენციას.

კერატინი თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც იცავს მათ გარე დაზიანებისაგან.

ჩვენებები:

  • თმის ცვენა;
  • თმის ნელა ზრდა;
  • თმის ღეროების მტვრევადობა;
  • ტეხვადი ფრჩხილები;
  • ფრჩხილების ფენებად დაშლა;
  • სუსტი ფრჩხილები;
  • თმისა და ფრჩხილის ბზინვარების დაკარგვა.

დოზები და გამოყენების წესი: ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა 1 კაფსულა 3–ჯერ დღეში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:: Amoun Pharmaceutical Co. S.A.E.

გაფრთხილება