აიკროლი / EYECROL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აიკროლი / EYECROL-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის კრომოგლიკატი/sodium cromoglicate

აიკროლი / EYECROL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში


აიკროლი / EYECROL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


წამლის ფორმა
თვალის წვეთები

შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი  40მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის ხსნარი.

პრეპარატის ათქ კოდი: S01GX01

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიალერგიული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აიკროლი – ანტიალერგიული საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც შედის კრომოგლიცინის მჟავის დინატრიუმის მარილი. თერაპიული ეფექტი მდგომარეობს კრომოგლიცინის მჟავის მემბრანომასტაბილიზებელ მოქმედებაში, რომელიც აფერხებს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და მათგან ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლეიკოტრიენების (მათ შორის, ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციების), პროსტაგლანდინებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას. პრეპარატი აიკროლი განსაკუთრებით ეფექტურია პროფილაქტიკური გამოყენებისას, ვინაიდან ხელს უშლის ალერგიული და ანთებითი რეაქციების განვითარებას. თვალის ალერგიული დაავადებების დროს სრული კლინიკური ეფექტი მიიღწევა რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები
–              ალერგიული კონიუნქტივიტი (მწვავე, ქრონიკული, გაზაფხულის);
–              ალერგიული კერატიტი და კერატოკონიუნქტივიტი;
–              „მშრალი თვალის“ სინდრომი;
–              თვალების დაძაბულობა და დაღლა, რაც განპირობებულია ალერგიული რეაქციებით (გარემო ფაქტორები, პროფესიული მავნე პირობები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები, ოფთალმოლოგიური პრეპარატები, მცენარეები და შინაური ცხოველები).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:
ხანმოკლე წვა და მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, სიმშრალე თვალის ირგვლივ.

გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და ბავშვებში 1-2 წვეთი ორივე თვალში 4-6-ჯერ დღე-ღამეში, დროის თანაბარი ინტერვალით (კლინიკური ეფექტების მიღწევის შემდეგ ინტერვალი თანდათან უნდა გაიზარდოს).

ჭარბი დოზა
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამცირებს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენების საჭიროებას.

განსაკუთრებული მითითებები
აიკროლი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. იმ შემთხვევაში, თუ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ კონიუნქტივალური ჰიპერემია მატულობს ან გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში საჭიროა მათი მოხსნა ჩაწვეთებამდე, ხოლო  ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ.
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ფლაკონის დახურვა. დაუშვებელია საწვეთურის შეხება თვალზე.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის გაძნელება.

გამოყენება პედიატრიაში
აიკროლის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება გვერდითი ეფექტის განვითარების შესაძლო რისკს.
ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 10 მლ-იან ფლაკონ-საწვეთურში ხრახნიანი თავსახურითა და დამცავი რგოლით.
ფლაკონი-საწვეთური ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 4% (40მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: გამა, World Medicine Ophthalmics

გაფრთხილება