ალბიკანსან D4 (ნატუროპათი) / Albicansan D4 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალბიკანსან D4 (ნატუროპათი) / Albicansan D4 (Naturopath)-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


ალბიკანსან D4 (ნატუროპათი) / Albicansan D4 (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 მკვრივი კაფსულა შეიცავს: 330 მგ Candida albicans D4-ს, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

ჩვენებები

  • – მიკოზები და კანის დაავადებები, რომლებიც მეორადი სოკოვანი დაინფიცირებით მიმდინარეობენ
  • – პირის ღრუს დაავადებები – სტომატიტი, გინგივიტი, ანგულური სტომატიტი, აფთები
  • – უროგენიტალური ტრაქტის მიკოზები, როგორიცაა ვაგინიტი, ურეთრიტი და შეიძლება ადნექსიტი
  • – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ერთროულად სოკოვანი დაზიანებით მიმდინარეობენ, ქოლეცისტიტი და კოლიტი

თვისებები
უჯრედული იმუნური დაცვის გაძლიერება, T-ლიმფოციტების პოპულაციის სტიმულაციის გზით. იზოპათიური მოქმედება ეფუძნება საფუარა სოკოს საპროფიტული ფაზის Candida albicans-ის პარაზიტულ სოკოვან ფაზაზე ზემოქმედებას

მიღება
მიიღება 1 კაფსულა დღეში 1-3-ჯერ, საკვების მიღებამდე, სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით (სასურველია, ერთი ჭიქა წყლის დალევა)

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები:
არ მიიღება საფუარა სოკოების (Candida albicans) მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
განსაკუთრებული თავისებურებების გარეშე

სიფრთხილის ზომები:
ორსულობის პირველ 3 კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვთა ასაკში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

მითითება
Candida albicans-ი მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე, Exmykehl-ის შემადგენლობაში

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: გამა, SANUM,  გერმანია

გაფრთხილება