ალგესტინი / Algestin gel

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალგესტინი / Algestin gel-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):   დიეთილამინსალიცილატი /diethylamine salicylate

ალგესტინი / Algestin gel-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები


ალგესტინი / Algestin gel აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: შემადგენლობა: 40 გრ. გელი; აქტიური ნივთიერება: ესცინი 0.4 გრ, დიეთილამინსალიცილატი 2.0 გრ; დამხმარე ნივთიერებები: ლავანდის ზეთი, ნეროლის ზეთი და იზოპროპილის სპირტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეზიური, შეშუპებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ესცინი შეიწოვება კანში და აფერხებს ქსოვილში სითხის დაგროვებას, ხელს უშლის ქსოვილის შეშუპებას. სწრაფად აქრობს ტრავმის შედეგად წარმოქმნილ ლოკალურ ანთებებს სალიცილის მჟავის ნაერთი ზრდის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და სრულად ეფექტურია ღრმა ტკივილების შემცირებისათვის. ალგესტინის გელი გამჭვირვალეა და სწრაფად შეიწოვება.

ალგესტინის თვისებები:

• გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
• გამჭვირვალეა და არ ტოვებს ლაქებს
• ღრმად აღწევს კანში და სწრაფად შეიწოვება
• აქვს ლავანდის სასიამოვნი სუნი
• ხასიათდება გამაგრილებელი ეფექტით
• არ არის ჰეპატო და ნეფროტოქსიური

ჩვენებები
დაჟეჟილობა, სილურჯე, სისხლჩაქცევები. ჰემატომა. ტენდოსინოვიტი. ხერხემლის ტკივილი (კისრის, წელის, სახსრების ტკივილი). იშიასი. რევმატული ტკივილები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება

მიღების წესები და დოზები
გელი ისმევა თხელი ფენის სახით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში რამოდენიმეჯერ

განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე

გამოშვების ფორმა: 40 გ გარეგანი გელი ტუბში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: გამა, PSP

გაფრთხილება