ალგოფლექს ბეიბი / Algoflex Baby

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალგოფლექს ბეიბი / Algoflex Baby-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): იბუპროფენი/ibuprofen

ალგოფლექს ბეიბი / Algoflex Baby-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის


ჰელოუ   აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ორალური სუსპენზია: დოზატორიან მინის ბოთლში 100 მლ.
1 მლ
იბუპროფენი………… 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, დისპერსიული ცელულოზა ღჩ 591, ნატრიუმის კარმელოზა 9M 31F, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჟოლოს არომატი, ნატრიუმის საქარინატი, პოლისორბატი 60, წითელი საღებავი 149,
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ალგოფლექს ბეიბი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება: პროფილაქტიკური ვაქცინაციით ან სხვადასხვა სიმპტომატიკით გამოწვეული სიცხის დასაწევად; მსუბუქი და საშუალო სიძლიერის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის მოსახსნელად, როგორიცაა ყელის, კბილის, კბილების ამოჭრით გამოწვეული, თავის და სხვა სახის ტკივილი (მაგ. ტკივილი, გამოწვეული ღრძობით, დაჭიმვით, ოტიტით და ა.შ.).

დოზირების რეჟიმი
ტკივილის და სიცხის შემთხვევაში
ტკივილის გასაყუჩებლად და სიცხის დასაწევად სადღეღამისო დოზაა: 20-30 მგ იბუპროფენი/სხეულის წონის ყოველ კგ-ზე. პრეპარატი მიიღება პორციებად, პერორალურად. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე დოზირებელი შპრიცის საშუალებით:
3-6 თვის (5 კგ-ზე მეტი წონის) ჩვილებში: რეკომენდებული დოზა: 50 მგ იბუპროფენი (2.5 მლ სუსპენზია „ალგოფლექს ბეიბი“) დღეში 2-ჯერ.
6-12 თვის ჩვილებში: რეკომენდებული დოზა: 50 მგ იბუპროფენი (2.5 მლ სუსპენზია „ალგოფლექს ბეიბი“) დღეში 3-ჯერ
1-3 წლის ბავშვებში: რეკომენდებული დოზა: 100 მგ იბუპროფენი (5 მლ სუსპენზია „ალგპფლექს ბეიბი“) დღეში 3-ჯერ.
4-6 წლის ბავშვებში: რეკომენდებული დოზა: 150 მგ იბუპროფენი (7.5 მლ სუსპენზია „ალგოფლექს ბეიბი“) დღეში 3-ჯერ.
7-9 წლის ბავშვებში: რეკომენდებული დოზა: 200 მგ იბუპროფენი (10 მლ სუსპენზია „ალგოფლექს ბეიბი“) დღეში 3-ჯერ.
10-12 წლის ბავშვებში: რეკომენდებული დოზა: 300 მგ იბუპროფენი (15 მლ სუსპენზია „ალგოფლექს ბეიბი“) დღეში 3-ჯერ.
ცალკეული დოზების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 6 საათისა.
ვაქცინაციით გამოწვეული სიცხე
რეკომენდებული დოზა: 50 მგ იბუპროფენი (2.5 მგ სუსპენზია „ალგოფლექს ბეიბი“), რომლის განმეორებაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 6 საათის შემდეგ. სრული სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მლ-ს (100 მგ იბუპროფენი).
მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადამეტება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები
არახშირი: არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები ჭინჭრის ციებისა და ქავილის ფონზე; თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების პრობლემები, ქავილი.
იშვიათი:  ფაღარათი, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, ღებინება.
ძალიან იშვიათი: მძიმე ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა შემდეგი სიმპტომებით: სახის, ენის და ხორხის შეშუპება, ქოშინი, აჩქარებული მაჯისცემა, დაბალი არტერიული წნევა ან შოკი), მენინგიტი, ბაქტერიული გამოვლინების გარეშე (ასეფტიური მენინგიტი), ასთმა, ასთმის გართულება, ბრონქოსპაზმი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები ან პერფორაცია, მელენა, ყავის ნალექის მსგავსი ღებინება (რაც სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება იყოს), რძიანა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, კუჭის ლორწოვანის ანთება, სხვადასხვა ნაწლავური პროცესების გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია.
უკუჩვენებები:
ალგოფლექს ბეიბის მიღება არ შეიძლება:

  • – თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იბუპროფენის ან სხვა შემადგენელი ნივთიერების, აცეტილსაცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;
  • – თუ ანამნეზში აღინიშნებოდა ბრონქოსპაზმი, `თივის ცხელება~ ან ჭინჭრის ციება, განსაკუთრებით თუ ისინი ვლინდებოდნენ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას;
  • – განმეორებითი ან აქტიური კუჭისა თუ 12-გოჯა ნაწლავის წყლულის/სისხლდენის შემთხვევაში; თუ ადრე აღინიშნებოდა არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ან კრონის დაავადება, წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას;
  • – ორსულობის, ლაქტაციის შემთხვევაში;
  • – აუტოიმუნური დაავადების (სისტემური წითელი მგლურა) შემთხვევაში;
  • – გულის მწვავე უკმარისობის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციათა დარღვევების, მაღალი არტერიული წნევის, ანტიკოაგულენტებით  მკურნალობისას, ანამნეზში სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების, პარკინსონის დაავადების, ეპილეფსიისა თუ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევებში, რასაც თან ახლავს სისხლდენის რისკი;
  • – 3 თვეზე უმცროსი ასაკი, 5 კგ-ზე ნაკლები წონის.

ორსულობა ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისთვის, მისი მიღება შეუძლიათ მოზრდილებსაც. ორსულობის მესამე ტრიმესტრში (6 თვის შემდეგ) არ გამოიყენება.  ორსულობის პირველ 6 თვეში, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია უმოკლესი დროის განმავლობაში უმცირესი ეფექტური დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები

  • – გახსნის შემდეგ ვარგისია გამოყენებისათვის მხოლოდ 6 თვის განმავლობაში;
  • – მიიღება მხოლოდ პერორალურად;
  • – არ უნდა მოხდეს დადგენილი მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება;
  • – მიიღება მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში:  6 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებში 3 დღის განმავლობაში; 3-6 თვის ახალშობილებში 24 საათის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე;
  • – მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ ვლინდება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მხედველობისა თუ სმენის დარღვევები ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები;
  • – ლაქტოზას შემცველობის გამო, პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევები იმ პაციენტებში,   რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლაქტოზას მიმართ;

სიფრთხილით ინიშნება:

  • – არტერიული წნევის დამწევ სამკურნალო საშუალებებთან ართად (ვინაიდან შეიძლება შეამციროს მათი ნევის დამწევი ეფექტი);
  • – თიაზიდურ დიურეზულ პრეპარატებთან ერთად (შესაძლებელია შეამციროს მათი დიურეზული მოქმედება);
  • – ლითიუმის პრეპარატებთან, დიგოქსინთან, ფენიტოინთან, მეტოტრექსატთან ერთად (შესაძლოა გაზარდოს მათი ტოქსიკური ეფექტი);
  • – ორალურ გლუკოზის დონის დამწევი პრეპარატებთან ერთად (შეიძლება გაზარდოს მათი სისხლში გლუკოზის დონის შემცველობის დამწევი ეფექტი);
  • – სულფონამიდების ტიპის ანტიბიოტიკებთან ერთად (ზრდის მათ მოქმედებას);
  • – ზრდის ე.წ. კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკების ეფექტს (ზრდის კალიუმის შემცველობის დონეს).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ალგოფლექს ბეიბის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

  • – ანტიკოაგულანტები (ზრდიან სისხლდენის რისკს);
  • – აცეტილსალიცილის მჟავა (ამცირებს იბუპროფენის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას);
  • – თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (ზრდიან კუჭსა და ნაწლავებში სისხლდენის განვითარების რისკს);
  • – გლუკოკორტიკოიდები (შეიძლება გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი);
  • – შარდმჟავას გამომყოფი, ფაღარათის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები;
  • – კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება ალერგიისა და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობისას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გამოშვების ფორმა: 20მგ/მლ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 შპრიც დოზატორთან ერთად

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: გამა, Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია

გაფრთხილება