ალთე / ALTE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალთე / ALTE-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): althae

ალთე / ALTE-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო ფიტოპრეპარატი


ალთე / ALTE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: 100 გ
ტუხტის ფესვების 5% ექსტრაქტი…… 34.9 გ
საქაროზა………………….64 გ
ეთანოლი 60 0…………………… 1 გ
ბენზოის მჟავა……………….. 0.1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის დამარბილებელი, შემომგარსველი, ამოსახველებელი მოქმედება განპირობებულია ტუხტის ფესვებისაგან გამონაწვლილი ლორწოვანი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ტუხტის ფესვების ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება გალაქტურონის მჟავა, გალაქტოზა, გლუკოზა, რამინოზა და არაბინოზა. პრეპარატში შემავალი ლორწოვანი ნივთიერებები დაცვითი ფენის სახით განლაგდებიან ანთებით ან ძალიან მგრძნობიარე უბნის ზედაპირზე და ხელს უწყობენ მის სწრაფ რეგენერაციას. პრეპარატი ასევე ხასიათდება ხველების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება როგორც ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ (მშრალი ხველა, სველი ხველა ძნელად გამომყოფი ნახველით, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა), აგრეთვე გაცივებით გამოწვეული სხვა დაავადებების (ყელისა და ხახის ტკივილი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა) სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უკუჩვენება
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ჭარბი დოზირება
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 25გ სიროფი ფლაკონში საზომი ხუფით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, ურეცეპტოდ
მწარმოებელი:: გამა, გემი,  პოლონეთი

გაფრთხილება