ალმიბა / ALMIBA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალმიბა / ALMIBA-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოკარნიტინი/levocarnitine

ალმიბა / ALMIBA-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები


ალმიბა / ALMIBA აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები
კარნიტინი არის ბუნებრივი ნივთიერება. ადამიანის ორგანიზმში მისი ბიოსინთეზი მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში ლიზინისა და მეთიონინისაგან. მხოლოდ კარნიტინის L-იზომერი (ლევოკარნიტინი) არის ბიოლოგიურად აქტიური და თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან ბ დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით). ალმიბა აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამცირებს გლიკოგენის მოხმარებს და ზრდის მის მარაგს ღვიძლში და კუნთებში.
ალმიბა ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. შედეგად მცირდება სხეულის ჭარბი წონა, ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
ალმიბა ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
ალმიბა აუმჯობესებს სუსტი და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 3სთ-ში. თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9სთ. T½ – 15სთ. ექსკრეტირდება თირკმლებით უპირატესად აცილირებული ეთერის სახით.

ჩვენებები
-პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები;
-ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები, ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი ახალშობილები, დღენაკლი ახალშობილი, ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
-სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე;
-კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
-თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნევრასთენია, ტრავმული ენცეფალოპათია, მიოპათია;
-ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
-ანორექსია, ქრ. ჰიპოაციდური გასტრიტის, ქრ. პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები;
-თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნე;
-ფსორიაზის, სებორეას, სკლეროდერმიის კანის ფორმების კომპლექსური თერაპია;
-მამაკაცთა უშვილობის (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია) დამხმარე თერაპია;
-სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი);
-შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა;

მიღების წესები და დოზები
ხსნარი მიიღება შიგნით კვებამდე 30 წთ-ით ადრე, განზავებული წყალთან, ან ხილის წვენთან ერთად;

ასაკი დღიური დოზა
0-1 225-300 მგ/დღეში
1-3 წელი 300-500 მგ/დღეში
3-7 წელი 500-1000 მგ/დღეში
7-12 წელი 1 -2 გრ/დღეში
12 წელზე ზემოთ და უფროსებში 2 -4 გრ/დღეში

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები – 2-4გრ/დღეში
სტენოკარდიის და პოსტინფარქტული პერიოდი – 2-6 გრ/დღეში
აღდგენითი პერიოდი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდეგ – 1 გრ/დღეში. კურსის ხანგრძლივობა 1-3 თვე.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა – 1-2 გრ/დღეში
ნერვული ანორექსია – 2გრ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-1,5 თვე

გვერდითი მოვლენები
მსუბუქად გამოხატული: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური სიმპტომები, ზომიერი მიასთენია აღინიშნა მხოლოდ ურემიულ პაციენტებში

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

ორსულობა ლაქტაცია
ალმიბას მიღება დასაშვებია ექიმის კონსულტაციით, კლინიკური მდგომარეობის მიხედვით

განსაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ლევოკარნიტინის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების შედეგად. საჭიროა, პრეპარატის მიღების პერიოდში, ჩატარდეს სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი
ზეგავლენა ავტომობილის და რთული მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა პოტენციურად საშიში სახის საქმიანობის შესრულების უნარზე

ჭარბი დოზირება
მონაცემები არ არსებობს

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვადის გასვლის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

მწარმოებელი:: გამა, Anfarm Hellas S.A, საბერძნეთი
გამოშვების ფორმა: 1 გ/ 5 მლ 5 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა №5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გაფრთხილება