ალოფერი / Aloferi

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალოფერი / Aloferi-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ალოფერი / Aloferi-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საშუალება


ალოფერი / Aloferi აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

რკინის (II) სულფატი – 50.0 მგ რკინის შემცველობით.
ალოეს მშრალი ექსტრაქტი – 50.0 მგ
ასკორბინის მჟავა – 50.0 მგ
ფოლის მჟავა – 1.0 მგ
აეროსილი საჭირო რაოდენობით.
კაფსულის შიგთავსის მასა – 0,366 გ ± 10%
ალოეს მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რკინის (II) სულფატი:
• რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
• აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
• შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
• დეპონირდება ორგანიზმში.
ალოეს მშრალი ექსტრაქტი:
• აქვს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
• შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
• აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
• აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.
ასკორბინის მჟავა:
• განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
• აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
• არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
• უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
• მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;
ფოლის მჟავა:
• აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს;
• მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში.
• ფეხმძიმობის დროს ორგანიზმს იცავს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.

ჩვენებები

• სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული (რკინადეფიციტური) ანემიები;
• გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე – და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
• რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.

მიღებისწესები და დოზები

პერორალურად
მოზრდილებში: 1_2 კაფსულა 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
4_7 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 2_ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 3_ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
14-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითო კაფსულა 4_ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 8_12 კვირა.

გვერდითი მოვლენები
ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი.

უკუჩვენება

• სხვა ეტიოლოგიის ანემიები;
• ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
• კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
• ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
• დიფუზური გლომერულონეფრიტი;
• ორსულობა;
შენიშვნა: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითრების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, პენიცილინამინებთან, ანტიაციდურ პრეპარტებთან ერთად დანიშვნას, რადგან ამ დროს მცირდება ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 18_25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვებისფორმა: კაფსულა # 20
გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმისაქართველო

გაფრთხილება