ლივერვიტი / Livervit

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
კომბინირებული ჰეპატოპროტექტორი უკონკურენტო დოზებით,
ბუნებრივი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ორგანიზმის დეზინტოქსიკანტი,
ჰიპოქოლესტერინემიული და ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით.

შემადგენლობა    არტიშოკი 1000მგ
E ვიტამინი 400ს.ე
B12 ვიტამინი 6მკგ

ფარმაკოდინამიკა: ლივერვიტი კომბინირებული ჰეპატოპროტექტორია.
არტიშოკი უძველესი დროიდან გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე გზების დამცავ საშუალებად. მისი აქტიური ნივთიერებები ცინარინი და ქლოროგენმჟავა ხასიათდებიან ძლიერი ნაღვლმდენი ეფექტით, სწრაფად ამცირებენ გულძმარვას, დისკომფორტს ნაბახუსევის სინდრომისა და ზოგადი ინტოქსიკაციის შემდგომ. არტიშოკი ამცირებს გულისრევას, პირღებინებას, ნაწლავთა სპაზმს და აირების დაგროვებას, მის შემადგენლობაში არსებული ფლავონოიდები ხასიათდებიან ძლიერი ანტიოქსიდანტური, დეზინტოქსიკაციური, ჰეპატოპროტექტორული, რეგენერაციული თვისებებით, ჰიპოქოლესტერინემიული მოქმედებით. ვიტამინი E ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ორგანიზმის ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის პროცესებში, ააქტიურებს ფაგოციტოზს, ანელებს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის განვითარების პროცესს. ვიტამინი B12 აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში.

ჩვენება:

მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი,
ღვიძლის უკმარისობა,
ღვიძლის დაზიანება სხვადასხვა სომატური დაავადებების დროს,
ღვიძლის ანთებითი დაავადება და პროფილაქტიკა,
ღვიძლის ალკოჰოლური, მედიკამენტოზური, ტოქსიური, სხივური დაზიანება
ნაბახუსევის სინდრომი.
ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ამოკვეთის შემდგომი პერიოდი

დოზირება: 1 ფლაკონი დღეში
მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა: Aktif Farma, თურქეთი
გამოშვების ფორმა: ორალური ხსნარი 200 მლ, ფლაკონი #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება