ლიპიდონორმი / LIPIDONORM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ატორვასტატინი/atorvastatin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები

შემადგენლობა
ერთი, ტაბლეტი შეიცავს 20მგ კალციუმის ატორვასტატინს
დამხმარე ნივთიერებების სახით თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ლაქტოზა 0.056 გ
სახამებელი 0.016 გ
მაგნიუმის სტეარატი 0.001 გ
პოლივინილპიროლიდონი 0.0034 გ
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 0.00278 გ
ტალკი 0.0006 გ
ტიტანის დიოქსიდი 0.0002 გ
FD&C Blue No.1 საღებავი 0.00002 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ახდედნს 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოფერმენტ A-რედუქტაზას (HMG-CoA -რედუქტაზა) ინჰიბირებას. ეს ფერმენტი მონაწილეობს ქოლესტერინის სინთეზის კატალიზის დასაწყისში და შუალედში, რაც ხელს უშლის 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოფერმენტ A-ს გარდაქმნას მევალონის მჟავაში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სტეროლების მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედს.
პრეპარატი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს 30-46%-ით, ლიპოპროტეინებს დაბალი სიმკვრივით 41-61%-ით, აპოლიპროტეინ B-ს 34-50%-ით, და ტრიგლიცერიდებს 14-33%-ით.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. საკვები ამცირებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ არ აქვეითებს პრეპარატის აქტივობას. ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. თ1/2 შეადგენს 14 საათს. გამოიყოფა ძირითადად ნაღველის საშუალებით ღვიძლში მეტაბოლიზაციის შემდეგ. პრეპარატის 2% გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ათეროსკლეროზული დისლიპიდემიის დროს. სისხლში იზოლირებულად ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის დასაწევად და აგრეთვე კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის დროს (სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი დონის დასაწევად)

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. საწყისი დოზაა 10-20 მგ დღეში ერთჯერ. პრეპარატის მიღებიდან ყოველი 4 კვირის შემდეგ იკვლევენ სისხლის ლიპიდურ შემადგენლობას და შედეგის გათვალისწინებით აზუსტებენ დოზას. მაქსიმალური დღიური დოზაა 80მგ. გამოტოვებული მიღების შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობა შემდეგი დოზით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგია, ასთენია, დიარეა და უძილობა. იშვიათად – კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ანორექსია, ღებინება, ალოპეცია, ქავილი, გამონაყარი, ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია. Aამ ან სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენება
ღვიძლის დაავადებები აქტიურ სტადიაში, შრატში უცნობი გენეზის ტრანსამინაზების აქტივობის 3-ჯერ მომატება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალები, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ ენიშნებათ პრეპარატი რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებს, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს,

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალის შრომაზე. პრეპარატით მკურნალობის დასწყისში ან მის შემდეგ განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების განვითარებისას, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის შემოწმება. ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას საჭიროა მათი ნორმალიზაცია. ალანინტრანსფერაზას და/ან ასპარაგინტრანსფერაზას აქტივობა თუკი მომატებულია 3-ჯერ ნორმაზე მეტად და იგი შენარჩუნებულია, მაშინ საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში. მკურნალობის პერიოდში მიოპათიის სიმპტომების განვითარებისას საჭიროა კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უკანასკნელის მნიშვნელოვნად მომატებული დონე შენარჩუნებულია, მაშინ საჭიროა პრეპარატის დოზის დაქვეითება ან მისი მიღების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიოპათიის განვითარების რისკი იზრდება ატორვასტატინისა და ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, რომლებსაც მიეკუთვნებიან აზოლებსა და ნიაცინი, ერთდროული გამოყენებისას. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა პრეპარატის გამოყენებისას უნდა მიიღონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები. ბავშვებში პრეპარატის დოზით 80 მგ/დღეში მიღების გამოცდილება შეზღუდულია. პრეპარატისა და დიგოქსინის განმეორებით გამოყენებისას აღინიშნება პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის დაახლოებით 20%-ით მომატება. ატორვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს – მათი კონცენტრაციის მომატება, ქოლესტირამინთან – ატორვასტატინის კონცენტრაციის დაქვეითება დაახლოებით 25 %-ით. ამავე დროს, აღნიშნული კომბინაციის დროს ჰიპოლიპიდემიური ეფექტი აჭარბებს თითოეული პრეპარატის ცალკე აღებულ ეფექტს. პერორალურად მისაღები სუსპენზია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროქსიდს ამცირებს ატორვასტატინის კონცენტრაციას დაახლოებით 35%-ით.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ტაბლეტის დაიღეჭვა ან გაიყოფა.
არ მიიღოთ მედიკამენტი, ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას, და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 2 წელი.

მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა:: გამა, საქართველო

გამოშვების ფორმა: 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება